27 მარტს MokuMoku-ს წევრმა, ჯონდო ჯაფარიძემ aka Moku J-მ ახალი ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპ (და არამხოლოდ) ალბომი გამოუშვა.
უკვე 5 წელზე მეტია, რაც ჯეი MokuMoku-ს უცვლელი წევრი და DJ-ია. ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე ჯგუფის რამდენიმე ალბომი და EP-ია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მისი სოლო პროექტის შესახებ ცნობილი იყო, ცალკე სოლო რელიზი სწორედ 2020 წლისთვის გამზადდა.
„Symbionese Liberation Army“ 11 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომია და იგი შარშან გარდაცვლილ ლოს ანჯელესელ ბითმეიქერს, Ras G-s ეძღვნება. ალბომი არ მოიცავს feat-ებს, თუმცა რამდენიმე კომპოზიციაზე, ჯეისთან ერთად, ბას პარტიაზე დავით ბაკურაძემ იმუშავა.
მოუსმინე ალბომს