in

კამპანია, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებს ამსხვრევს

2025 წელს ტოკიოში ათლეტების მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რისთვისაც განსაკუთრებით ემზადებიან. ამჯერად ორგანიზატორები ზრუნავენ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმაც შეძლონ მონაწილეობის მიღება. სწორედ ამას უკავშირდება კრეატიულ სააგენტო adam&eveDDB-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი

BOG

კამპანია, სახელწოდებით SYNC25, რადიკალური ცვლილებებისკენაა მიმართული — მისი მიზანია, უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დადებითი მუხტი შეიტანოს. ვიდეორგოლშიც ისაა ასახული, რომ თითოეული ჩვენგანი თანასწორია არა მხოლოდ ადამიანურად, არამედ შესაძლებლობებისა და უნარების დონეზე. აქ ვხედავთ მოცურავეთა ჯგუფს, რომელთა ნაწილსაც „შეზღუდული შესაძლებლობები“ აქვს, მაგრამ ეს ხელს არ უშლით სინქრონიზებული კომპოზიციის შექმნაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმუშევრობა ზოგიერთ ქვეყანაში 80 პროცენტს აღწევს, საჭიროა ისეთი ღონისძიების არსებობა, როგორიცაა SYNC25. აქ დაპირებები ხელშესახებ ცვლილებებად იქცევა“, — აღნიშნავს დარენ ბერესფორდი, adam&eveDDB-ის კრეატიული დირექტორი.

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს — კვლევა

Ford-ის ელექტრომობილის მძღოლები Tesla-ს სადგურით ისარგებლებენ