25
Mar
2019

რა სიახლე შემოაქვს Synergy Solutions პროგრამული უზრუნველყოფის ქართულ ბაზარზე

25 Mar 2019

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში კომპანია Synergy Solutions რამდენიმე წელია მოღვაწეობს და თანამედროვე ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემების მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. 2019 წელს, „სინერჯი სოლუშენსმა მიიღო აკრედიტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), რაც საშუალებას მისცემს მის მომხმარებელს, მიიღოს თანადაფინანსება კომპანიის მომსახურებებით სარგებლობის დროს.

კომპანიის ბაზარზე გამოჩენა მიზნად ისახავდა მომხმარებელს მიეღო მაღალი ხარისხის პროგრამული მომსახურება, მისაღებ ფასად“, – გვიყვება ლევან მიშელაშვილი, „სინერჯი სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

კომპანია ჰყავს სამი დამფუძნებელი: გიორგი ნოზაძე, თორნიკე ბლუაშვილი და ლევან მიშელაშვილი. მათ მომსახურების სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვთ. ხოლო მათ მიერ „სინერჯი სოლუშენსის“ დაფუძნება საქართველოში პროგრამული მომსახურების ხარისხის დახვეწის სურვილსა და ბაზარზე ფასთან მიმართებაში სტანტარტის ამაღლების საჭიროებას უკავშირდებოდა. დღეისათვის, რა ეტაპზეა კომპანია და რა სიახლეებს შესთავაზებს უახლოეს მომავალში მომხმარებელს – ამ და სხვა საკითხებზე „სინერჯი სოლუშენსის“ თანადამფუძნებელ და მმართველ პარტნიორი – ლევან მიშელაშვილი გვესაუბრა:

M: ამ ეტაპზე, როგორია „სინერჯი სოლუშენსის“ სერვისები და როგორ განვითარდით დაფუძნებიდან დღემდე?
მესამე წელია, კომპანია აქტიურად ვითარდება, „სინერჯი სოლუშენსის“ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჩვენი გუნდია. კომანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრებით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შეიწავლონ თითოეული დამკვეთის მოთხოვნები და შესთავაზონ მათ ოპტიმალური ბიზნესგადაწყვეტილებები. შედეგად, დამკვეთი იღებს მოქნილ, ბიზნეს პროცესებზე მორგებულ, ზუსტ და სწრაფ პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენი სწორი ბიზნესხედვა და განხორციელებული პროექტების შედეგზე ფოკუსირება განაპირობებს  კომპანიის წარმატებას.

სინერჯი სოლუშენსი“ მომხმარებლებს სთავაზობს მენეჯერულ და ბუღალტრულ  სააღრიცხვო პროგრამა 1C (მაღაზია-საწყობი, დისტრიბუცია, ბუღალტერია)  და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს: დანერგვა, ტრენინგი, მხარდაჭერა, ადმინისტრირება,
პროგრამული კოდის ცვლილება და ბიზნესკონსულტაციები. 1C- პლატფლორმის წარამომადგენელი საქართველოში არის, BDO რომელთანაც სინერჯი სოლუშენსი თანამშრომლობს და ოფიციალურიპარტნიორია.

M: ვინ არიან თქვენი პარტნიორი ორგანიზაციები? ძირითადად, რა ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობთ, ან თქვენი როგორ კომპანიებთან თანამშრომლობა არის ეფექტური?
ჩვენი კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც მსხვილ, ისე საშუალო და პატარა ორგანიზაციებთან, მაგალითად, როგორიც არის: „ლიდერფუდი“, „მულტი ტრეიდი“, „მიდეა“, „ქართუ უნივერსალი“, „ინტელკომ ჯგუფი“, „ტრუსარდი“, „ფულავი“, „ვა ბენე“ და მრავალი  სხვა. პარტნიორი კომპანიების სფეროს რაც შეეხება, ის უკავშირდება ვაჭრობასა და დისტრიბუციას, ასევე  საწარმოებს, სასწავლო დაწესებულებები, სამშენებლო და სატრანსპორტო კომპანიები. თითოეულ დამკვეთთან განხორციელებული პროექტი ჩვენთვის მეტად ღირებული,  მნიშვნელოვანი და ეფექტურია, ახალი გამოწვევის, გამოცდილების გაღრმავების და კომპანიის წარმატების კუთხით.

M: რა არის თქვენი პრდუქტის უპირატესობა ბაზარზე და რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ?
პროდუქტი რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს, რაც მთავარია  გამოირჩევა ყველა სხვა ანალოგიური სისტემებისაგან  ფასით და  ხელმისაწვდომობით, პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა მოქნილობაა. ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია მოერგოს კონკრეტული კლიენტის მოთხოვნებს და ფუნქციონალურად გაფართოვდეს ორგანიზაციის ზრდასთან ერთად. გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასშტაბის კომპანიისთვის და მოსახერხებელია იმ ბიზნეს ერთეულებისთვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ ავტომატიზაციის ერთიანი სისტემით.
1C პროდუქტები (მაღაზია-საწყობი, დისტრიბუცია, ბუღალტერია) ერთმანეთთან დაკავშირებულია და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება.  პროგრამას აქვს მრავალმხრივი რეპორტინგის სისტემა,  იდეალურია საცალო  საბითუმო და სწრაფი ვაჭრობის ავტომატიზაციისთვის, რომელიც შემუშავებულია ბიზნესის მართვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ინტეგრირებულია ყველა იმ სავაჭრო მოწყობილობასთან, რომელელიც საჭიროა მაღაზიების მოხერხებული მუშაობისთვის.

ასევე, გვაქვს სასიამოვნო სიახლე მომავალი დამკვეთებისთვის. „სინერჯი სოლუშენსის“ 2019 წელს მიიღო აკრედიტაცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD), რაც საშუალებას მისცემს მათ  მიიღონ თანადაფინანსება ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის და მომსახურებების სარგებლობის დროს. 

ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩვენი უპირატესობების შესახებ: კომპანია ორიენტირებულია მომსახურეობის მაღალ სტანდარტზე. „სინერჯი სოლუშენსის“ გუნდის მთავარი მახასიათებლებია: პროფესონალიზმი, დავალების შესრულების ხარისხი, ოპერატიულობა და რეპუტაცია. შესაბამისად, პროექტები რომლებიც  ხორცილდება ჩვენ მიერ ბარდება მაღალი ხარისხით, დათქმულ ვადაში.

M: რა მიმართულებების ათვისებას გეგმავთ სამომავლოდ? რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენგან, ქართულ ბაზარზე?
სინერჯი სოლუშენსის“ საქართველოს მასშტაბით ათეულობით კომპანიას ემსახურება და მომსახურების მიმართ მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ამისთვის, პირველ რიგში, ვზრდით მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მხარდაჭერის ჯგუფის რაოდენობას, წლის ბოლომდე იგეგმება სხვადასხვა მიმართულებების ათვისება, მაგალითად, როგორიც არის IT მიმართულება, ასევე, იგეგმება ახალი პროგრამული პროდუქტის შექმნა, თუ რა სეგმენტზე იქნება მორგებული ამას ახლო მომავალში გაიგებს ფართო საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, ეს ახალი პროდუქტი ახალი სიტყვა იქნება ქართულ ბაზარზე. გეტყვით, რომ ჩვენი სლოგანია „ერთად ვაქციოთ თქვენი ბიზნესი წარმატებულად“. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ორმხრივ პარტნიორობაზე, რაც განაპირობებს ჩვენს ერთობლივ წარმატებას.

[R]

განხილვა