in

Apple-ის ყოფილი დიზაინერი Apple-ის კონკურენტ სტარტაპს უშვებს!

კრისტოფერ სტრინგერს „ეფლის“ ძალიან ბევრ წარმატებულ პროდუქტზე უმუშავია. ახლა ის მზადაა, ჩაუშვას სმარტდინამიკების ახალი სერია, რომლითაც კონკურენციას Apple-ის HomePod-სა და Sonos-ს გაუწევს.

კრისტოფერ სტრინგერი დიზაინერი იყო კომპანია Ideo-ში მანამ, სანამ ჯონი ივისგან 1995 წელს, Apple-ის გუნდში მუშაბის შეთავაზებას მიიღებდა. სტრინგერი გახდა საკვანძო ფიგურა ინდუსტრიაში და არაერთი პროდუქტი ჩაუშვა Powerbook-დან iPhone-მდე.

თუმცა 2017 წელს, სტრინგერმა „ეფლი“ დატოვა იმ მოტივით, რომ რაღაც ახალი და რაც მთავარია, საკუთარი შეექმნა. Financal Times-ის მიხედვით, სტრინგერი 2020 წლის მეოთხე კვარტალში ჩაუშვებს პროდუქტს, რომელიც კონკურენციას Apple-ს გაუწევს.

სტრინგერის სტარტაპს Syng ჰქვია და კომპანია Incase და Afrooz Family-ს დამფუძნებელთან, ასევე, Apple-ის Homepod-ის ყოფილ ხმის რეჟისორთან, დეიმონ უეისთან ერთად შექმნა.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპანიის აღწერაში ვკითხულობთ, რომ Syng არის „ხმის მომავლის კომპანია“, რომელიც ახლა მუშაობს სმარტდინამიკებზე, სახელად Cell და რომლითაც მეტოქეობას Homepod-სა და Sonos-ს გაუწევს. გარდა ამისა, თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ Cell-მა სამუშაო გუნდში დიზაინერები Apple-დან, Nest-დან და Nike-დან „შეიტყუა“, შეგვიძლია, რაღაც ძალიან შთამბეჭდავის მოლოდინი გვქონდეს.

Financial Times– ის თანახმად, Syng-ის ბიზნესმოდელი, მეტწილად, დაფუძნებულია მისი სივრცითი აუდიოტექნოლოგიის ლიცენზიის მიცემაზე სხვა კომპანიებისთვის, ამ ტექნოლოგიის თავიანთ პროდუქტებში დასანერგად და პრინციპში, ძალიან განსხვავდება Apple-ის ბიზნესმოდელისგან, რომელიც ორიენტირებულია, უშუალოდ, პროდუქტის გაყიდვაზე.

Syng-ის სივრცითი აუდიოტექნოლოგიის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მეტწილად, ის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული. დინამიკებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მოცულობა ადგილის მიხედვით შეცვალონ ხმის შესაქმნელად, რომელიც როგორც Syng-დან იტყობინებიან: „რეალობისგან განურჩეველია“.

ასე მოუწოდებენ ნიუიორკელებს პირბადის ტარებისკენ – კონკურსის გამარჯვებული ვიდეორგოლები

რობოტი ბარისტები, რომელთაც სამხრეთ კორეის კაფეებში COVID-19-ის გავრცელების ასარიდებლად იყენებენ