in

სინტაქს აკადემიას გლობალური გიგანტი – ISACA საქართველოში შემოჰყავს!

საქართველოს ტექნოლოგიურ და საგანმანათლებლო ბაზარზე მასშტაბური სიახლეა: სინტაქს აკადემია რომელიც წამყვანი IT ინტეგრატორის – სინტაქსი ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, გლობალური ასოციაცია ISACA-ს ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

ISACA 50 წელზე მეტი ისტორიის მქონე წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანაში ადგენს გლობალურ სტანდარტებს საინფორმაციო სისტემების აუდიტის, IT მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

რატომ არის ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის?  

დღეს, როდესაც კიბერუსაფრთხოება, AI Governance (ხელოვნური ინტელექტის მართვა) და IT რისკების მენეჯმენტი ბიზნესისთვის კრიტიკულ გამოწვევად იქცა, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომა გადამწყვეტია. სინტაქს აკადემიისა და ISACA-ს თანამშრომლობა ქართველ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს ფარგლებშივე მიიღონ გლობალურად აღიარებული ცოდნა და საერთაშორისო დონის სერტიფიკატი.

გაფართოება გლობალურ ბაზარზე და ძლიერი პორტფელი

აღსანიშნავია, რომ სინტაქს აკადემია წარმატებით ოპერირებს არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) ბაზარზეც. ISACA-სთან პარტნიორობა კი სინტაქს აკადემიის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

სინტაქს აკადემიის საერთაშორისო პორტფელი ასევე, ისეთ აღიარებულ მასერტიფიცირებელ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა PECB და PeopleCert. რაც ნიშნავს, რომ ქართველ IT პროფესიონალებს ერთ სივრცეში ეძლევათ წვდომა მსოფლიო დონის საგანმანათლებლო რესურსებზე.

სინტაქს აკადემია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და საქართველოში მსოფლიო დონის ტექნოლოგიური განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების განვითარებას.

[R]

იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი – საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის

გზა დიდ ლიტერატურამდე – „ფოლიო“ უკვე 10 წლისაა