ფეიგ აჰმედი ქსოვის ტრადიციულ ელემენტებს თანამედროვე ფორმებთან ერთიანებს. სწორედ ამგვარი სინთეზით შექმნა ერთ-ერთი უდიდესი ნამუშევარი – „ეჭვები“. ხალიჩა კლასიკური ფორმებით იწყება და უეცრად ტრანსფორმირდება რაღაც უჩვეულო, „დამდნარ“ სწორ და დაკლაკნილ ხაზებად.
”კარანტინის გამო რამდენჯერმე მოგვიხდა ტექსტილის საამქროს დახურვა და ნამუშევრების შეჩერება. რამდენიმე დღის წინ, შვიდი თვის შემდეგ, “ეჭვები” საბოლოოდ დასრულდა. ეს ხალიჩა ყოყმანობის დასრულების ილუსტრაციას წარმოადგენს: მიწაზე გადავსებული შაბლონების გასაგები გეომეტრიული ფორმების განადგურებით – ეს არის ეჭვების ზღვარი ” – ამბობს ფეიგ აჰმედი.