1
Jul
2019

მტკიცებულება, რომ კაცობრიობა სტიქიაზე საშიშია! – Amnesty-ის კამპანია

1 Jul 2019

სააგენტო Amnesty International, ადამიანების უფლებების დასაცავად, მისი პროვოკაციული სტილის რეკლამებითაა ცნობილი. მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კამპანია სირიის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ეძღვნება. რეკლამაში ნაჩვენებია საომარი მოქმედებების შემდგომი ქალაქები, მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადმა ამბოხება ძალით ჩაახშო. ფოტოზე ნაჩვენებ ადგილებს 1319 წელია არ უნახავთ ქარიშხალი და ცუნამი, 817 წელია, რაც აქ მიწისძვრა არ ყოფილა, თუმცა, სირიას სტიქიის პირქუშ ხელზე მეტად, კაცობრიობისგან მიყენებული დაღი სტკივა.

განხილვა