14
Jan
2019

რა გავლენას ახდენს მოგზაურობა ბავშვის პიროვნულ განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე

14 Jan 2019

მოგზაურობა მოსწავლეებზე და მათ აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვნად დადებით გავლენას ახდენს. ეს დასკვნა ამერიკის სტუდენტური და ახალგაზრდული ტურიზმის ასოციაციის (SYTA) მიერ, 1500 ამერიკელი მასწავლებლის გამოკითხვით მიღებული შედეგია.

mBank QR
mBank QR

გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მოგზაურობა მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვების პიროვნულ განვითარებაზე. 56%-ს კი სჯერა, რომ სხვადასხვა კულტურის გაცნობა და გეოგრაფიული თუ ქცევითი ცვლილებები, რომელიც მოგზაურობას სდევს თან, მნიშვნელოვნად აისახება ბავშვის განათლებასა და კარიერულ განვითარებაზე. მასწავლებლებმა მკვლევარებს საკუთარ მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგი გაუზიარეს. მათი თქმით, მოგზაურობის შემდეგ ისინი ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები და უკეთ ადაპტირდებიან სხვადასხვა გარემოში. მეცნიერთა თქმით, ბავშვები, რომლებსაც აქვთ მოგზაურობის გამოცდილება არიან მეტად აქტიურები, ტოლერანტულები და აქვთ გამოცდილებისადმი ღიაობის მაღალი მაჩვენებელი. ისინი მზად არიან მოსინჯონ ალტერნატივები, რაც პიროვნული განვითარებისთვის, იდენტობის მიღწევისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

განხილვა