in

T-Mobile და SpaceX ფიჭურ კავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფენ

veon
veon

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა მიჩვეულია უკაბელო ფიჭური სიგნალის მიღებას, სადაც არ უნდა იყოს, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევაა ისეთი ადგილები, სადაც მობილური სერვისი არ ვრცელდება. სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ემსახურება SpaceX-ისა და T-Mobile-ს პარტნიორობა — ისინი მომხმარებლებს ფიჭური კავშირის „დამატებით ფენას“ შესთავაზებენ.

გარდა ამისა, მობილური ოპერატორი როუმინგის სერვისების გაფართოებას გეგმავს ოპერატორებისთვის მთელ მსოფლიოში. ხოლო Starlink-ის სატელიტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაკავშირებას უზრუნველყოფს. თანაც, ილონ მასკმა ყველა მობილურ ოპერატორს შესთავაზა გეგმაში მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, მომავალი სერვისი, რომელიც დაეყრდნობა Starlink ვერსია 2 თანამგზავრებს დაეყრდნობა, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში აღარ იარსებებს „მკვდარი ზონები“ თქვენი მობილური ტელეფონებისთვის“, — განმარტა მასკმა.

პრესრელიზის თანახმად, ამ სერვისის უზრუნველსაყოფად კომპანიები შექმნიან ახალ ქსელს, რომელიც Starlink-ის თანამგზავრებიდან გადაეცემა ქვეყნებს. T-Mobile-ის საშუალო სპექტრი კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სრული დაფარვით ისარგებლონ ყველგან, სადაც კი წავლენ.

Agile, როგორც ნავიგატორი და დროის მენეჯერი

ნახეთ: ღვინის შეფუთვა მინის ბოთლების გარეშე