რაც დრო გადის, სხვადასხვა სერვისის ერთ სივრცეში მიღება კიდევ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება. ეს განსაკუთრებით სამშენებლო/სარემონტო მომსახურებას ეხება, რომელსაც საკმაოდ ბევრი ეტაპი აქვს და ყველაფრის ცალ-ცალკე დაორგანიზება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ახალგახსნილი კომპანია T-Studio გთავაზობთ სრულ პაკეტს, რომელშიც შედის სრული სამშენებლო სერვისი, დაწყებული პროექტირებით – მშენებლობით, ინტერიერის დიზაინითა და სამშენებლო/სარემონტო ხარჯთაღრიცხვით დასრულებული. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივოს მშენებლობასთან დაკავშირებული რთული და გრძელვადიანი პროცესები, დაეხმაროს ყველა საქმის პარალელურად მოგვარებასა და ბიუჯეტის დაზოგვაში.
ერთ-ერთი უპირატესობა, რაც ამ სერვისით მოსარგებლე დამკვეთს ექნება, ისაა, რომ იგი არ დარჩება მოტყუებული. მშენებლობისა და რემონტის დროს, უამრავ სხვადასხვა ხელოსანთან და კერძო პირთან ურთიერთობისას, სამწუხაროდ, ხშირად იწელება ვადები და დამკვეთიც ტყუვდება, რადგან არ არის გარკვეულ საკითხებში გამოცდილი. T-Studio-სთან ერთად მას ყველა დეტალი წინასწარ ექნება გაწერილი და ეცოდინება, როდის და რა უნდა გაკეთდეს, ვინ შეასრულებს მის საქმეს, რა რესურსი იქნება საჭირო და როდის დამთავრდება პროცესი.
თუ ერთხელ მაინც აგიშენებიათ ან გაგირემონტებიათ სახლი, ისიც გეცოდინებათ, რომ ხშირად დამკვეთს დღეში რამდენჯერმე უწევს სხვადასხვა მასალაზე სირბილი, ან ზედმეტობით უწევს რაღაცის ყიდვა, ან პირიქით – აკლდება, ეს ყველაფერი კი უამრავ დროით და ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული. T-Studio-ში ეს ინსაითიც გაითვალისწინეს და დამკვეთის კომფორტზე მაქსიმალურად იზრუნეს ისე, რომ მას არ მოუწიოს იქით-აქეთ სიარული და სარემონტო პროცესი მისთვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს, თანაც, გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე.
როგორც ახალი კომპანიის გუნდი გვეუბნება, ყველა საქმე დათქმულ ვადებში ხორციელდება და დამკვეთს უსასრულოდ არ უწევს ლოდინი, რომ თავის ბინაში მშვიდად იცხოვროს.
დრო, ბიუჯეტი და ხარისხი – ეს ის სამი ფაქტორია, რასაც სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ყველა მომხმარებელი დიდ ყურადღებას აქცევს. ყველას სურს მოკლე დროში ხარისხიანი სერვისის მიღება ნაკლები დანახარჯებით. T-Studio-ში მომხმარებლის ეს სურვილი კარგად აქვთ გააზრებული და ცდილობენ, რომ დამკვეთებს აღნიშნული მოთხოვნები სრულფასოვნად დაუკმაყოფილონ.
[R]