T2 — ასე უწოდებენ ახალ სოციალურ ქსელს, რომელიც ტვიტერის ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს. როგორც ამბობენ, მისი მთავარი მიზანი „საზოგადოებრივი მოედნის“ ციფრული სივრცის უზრუნველყოფაა. მახასიათებლების თვალსაზრისით კი არც თუ ისე განსხვავდება ილონ მასკის მიერ მართული პლატფორმისგან.
ვებგვერდს ტვიტერის „უშეცდომო“ ალტერნატივადაც მოიხსენიებენ. მაშინ, როცა მასკმა ათასობით მომხმარებელს გაუუქმა ვერიფიკაციის ნიშანი, სავარაუდოდ, T2-ზე მემკვიდრეობით გადმოჰყვებათ ის — ამისათვის კი Get The Checkmark ფუნქციას გამოიყენებენ.
როგორც ტვიტერის ყველა ახალ კონკურენტს, T2–ს გრძელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე მომხმარებელთა ადეკვატურ რაოდენობას მიაღწევს. თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უამრავი ადამიანი გააბრაზა მასკის ცვლილებებმა და ამის მაგალითია თუნდაც ბრენდების პროტესტი. ამგვარი მოცემულობის ფონზე კი მაღალი დონის ვებგვერდებს საკმაოდ ლოგიკური შანსი უნდა ჰქონდეთ განვითარების.