in

გარე მყარი დისკი თითის ანაბეჭდის სკანერით – Samsung-ის ახალი პროდუქტი

თანამედროვე მსოფლიოში, პერსონალური, თუ სამსახურთან დაკავშირებული მონაცემების დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ მომხმარებლებისთვის დამატებითი უსაფრთხოების შესაძლებლობის მიცემას. მათ შორისაა „სამსუნგიც“, რომელმაც CES 2020 გარე მყარი დისკი T7 Touch წარადგინა. მოწყობილობის უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემა თითის ანაბეჭდის სკანერს მოიცავს. მყარ დისკზე შენახულ ინფორმაციაზე წვდომა კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ, რომლის თითის ანაბეჭდიც სკანერს დამახსოვრებული აქვს. ასეთი, მაქსიმუმ, 4 ადამიანის თითის ანაბეჭდი შეიძლება იყოს.

T7 Touch-ის კორპუსი ტიტანისგან არის დამზადებული და ის 58 გრამს იწონის. კომპანიის თქმით, ეს 9.5-ჯერ სწრაფი მყარი დისკია, ვიდრე აქამდე გვინახავს. მეხსიერების მიხედვით, მოწყობილობის რამდენიმე ვერსია არსებობს და მათ შორის ყველაზე დიდი 2 ტერაბაიტიანია.

T7 Touch ბაზარზე 2020 წლის იანვრიდან გამოჩნდა და ამ ეტაპზე, მისი შავი და ვერცხლისფერი მოდელი 30 სხვადასხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს, 500GB-იანი მოდელის ფასი 129.99 დოლარია, 1TB-იანის – $229.99, ხოლო 2TB-იანის 399.99 დოლარი.

 

„ოსკარის“ ნომინანტი ანიმაცია – Hair Love, ანუ მამა ქალიშვილის დაუმორჩილებელი თმის წინააღმდეგ

კონორ მაკგრეგორის ბრძოლა თიხის მონსტრთან – Reebok-ის რეკლამა