in

თბილისში არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, გლდანის რაიონში, „თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018“ („თაბ 2018“) გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა „მხოლოდ შენობები არ კმარა“, რომელიც საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანული და სოციალური სივრცეების კვლევას ეხება.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=TMu-k2sAQoQ[/embedyt]

 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „თაბ 2018“-ის მიზანია, სიღრმისეულად გაიაზროს პოსტ – საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა და გამოიკვლიოს, როგორ აისახება ეს ცვლილებები ურბანულ გარემოსა თუ მათ მომხმარებლებზე და რა ფორმით მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.

ბიენალე მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც არაფორმალური არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მრავალფეროვნებაზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილავენ თეორიულ პრაქტიკულ მიდგომებს.

ბიენალეს ფარგლებში, ღია და დახურულ სივრცეებში, გაიმართება: გამოფენები, სიმპოზიუმი, საჯარო ლექციები, გლდანის ტურები გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებები, ხელოვანთა პერფორმანსები, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები. ასევე, შეიქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, მოხდეს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება და უკვე არსებული კრიტიკული დისკურსის მეტად გამყარება. „თაბ 2018“- ის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, მოწვეული ქართველი და უცხოელი სტუმრების გარდა, გვინდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ თბილისის მაცხოვრებლებმა, როგორც ზემოთ აღწერილი პროცესის უშუალო მონაწილეებმა” – ბიენალეს თანადამფუძნებელი თინათინ გურგენიძე.

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს“ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ ეს, 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არქიტექტურის პირველი ბიენალეა.

პროექტის მხარდამჭერები არიან შემოქმედებითი ევროპის ცენტრი და ევროპის კულტურული ცენტრი.

საარსებო მინიმუმი შემცირდა

„სილქნეტის“ პირველი რეკლამა, „ჯეოსელთან“ გაერთიანების შემდეგ