in

Tabito – პანდემიის დროს დაწყებული სტარტაპი, როგორც გამოსავალი და ახალი შესაძლებლობა გრაფიკულ დიზაინზე სამუშაოდ

„უამრავი წინაღობა შეგვხვდა, თუმცა, არც ერთი წუთით არ გვიფიქრია დანებება, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებით ყველაფერს“

ბოლო ერთი წლის მანძილზე, ბევრი ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.  პანდემიის გამო ზოგს საქმიანობის, ზოგს კი საერთოდ, პროფესიის შეცვლაც მოუწია, რამაც ახალი საჭიროების წინაშე დააყენა ისინი. მათ შორის – „ტაბიტოს“ დამფუძნებლებიც, ბრენდის, რომელიც მომხმარებელს სახატავი დაფების, ე.წ. ტაბების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს.

ტაბიტოს“ შექმნის იდეა, პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე გაჩნდა, თითქმის, ყველა რომ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისი არც ამ ბრენდის თანადამფუძნებელი სალომე ხუციშვილი აღმოჩნდა, რომელიც პროფესიით გრაფიკოსია და სრულყოფილად მუშაობისთვის, სახატავი დაფა, ანუ Drawing Pen Tablet სჭირდება. ამიტომ, როცა სახლიდან განაგრძო ჩვეული საქმის კეთება, პირადი პადის შეძენა მოუწია.

„ტაბიტოს“ დამფუძნებლები სალომე ხუციშვილი და გივი ვანაძე

„დავიწყეთ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის მოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი რამ ფიზიკურად ვერ აღმოვაჩინეთ, ვერც ახალი და ვერც – მეორადი. ამიტომ, სალომემ გადაწყვიტა, „ონლაინ“ გამოეწერა. ნივთი რომ ჩამოვიდა და პრაქტიკაში გამოცადა, დავრწმუნდით, ძალიან მაღალი ხარისხის იყო. ყველას ვუზიარებდით ამ გამოცდილებას და სხვათა შორის, ბევრიც დაინტერესდა. ცოტა ხნის შემდეგ, პანდემიის გამო, სალომემ სამსახური დაკარგა და გადავწყვიტეთ, ეს ინტერესი ახალი საქმის დასაწყებად გამოგვეყენებინა“, – ამბობს გივი ვანაძე, „ტაბიტოს“ თანადამფუძნებელი.

კვლევის პროცესში აღმოაჩინეს, რომ ბაზარზე გაჩნდა ახალი სეგმენტი – ტაბები დასჭირდათ მასწავლებლებს, ლექტორებს, სტუდენტებს და მათ, ვინც მანამდე ამ პროდუქტს ნაკლებად იყენებდა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ახალ რეალობას უნდა მორგებოდა. ასევე გაარკვიეს, ვისაც უკვე გამოწერილი ჰქონდა ტაბი, რის მიხედვით და რომელი ბრენდი შეარჩიეს.

გივი ვანაძე

გივი ვანაძე: პარალელურად, დავიწყეთ ტექნიკური მახასიათებლების გლობალური მოკვლევა. შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყანაში, მომხმარებლების გამოცდილება – კომენტარები და რეკომენდაციები. ამ ყველაფრის შემდეგ, შევჩერდით ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად უცნობ ბრენდზე, რომლის პროდუქტიც არის ყველაზე ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და არც ერთ საფასო კატეგორიაში არ გაუცრუებს იმედს მომხმარებელს. ეს არის VEIKK. კონკრეტული ბრენდი რომ შევარჩიეთ, სხვა პრობლემის წინაშე დავდექით, ვგულისხმობ პროდუქციის იმპორტს ქვეყანაში. იმ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, შეჩერებული იყო საჰაერო გადაზიდვები, ქვეყნების ჩაკეტვებიდან გამომდინარე, თითქმის, აღარ მოქმედებდა. პროდუქტის შემოტანა გვიანდებოდა და ჩვენი პირველადი გეგმა ძალიან ჭიანურდებოდა. პარალელურად, პრობლემები შეგვექმნა ადგილობრივ ბაზარზე – ქვეყანაში შეზღუდული იყო ავტომობილებით გადაადგილება, ამიტომ, საკურიერო კომპანიები დროულად ვერ აწვდიდნენ მომხმარებელს პროდუქციას. საერთოდ, რაც „ტაბიტო“ ბაზარზე გამოჩნდა, უამრავი წინაღობა შეგვხვდა, თუმცა, არც ერთი წუთით არ გვიფიქრია დანებება, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებით ყველაფერს.

მხოლოდ VEIKK-ის ბრენდს სთავაზობთ მომხმარებელს? 

გივი ვანაძე: დღეს, ტაბიტო“ ბაზარზე წარმოდგენილია 3 ძირითადი ბრენდით. ესენია: VEIKK, HUION და XP-PEN. ჩვენი კომპანია არის მათი ერთადერთი იმპორტიორი ბაზარზე. პროდუქცია არის იდეალური, როგორც ვიზუალით, ისე ფუნქციონალით და ღირებულებით. ბრენდები შევარჩიეთ იმ კრიტერიუმებით, რომელიც ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. ყველა მოდელს, ბაზარზე გაშვებამდე, გავლილი აქვს ტესტირება, რამდენად პრაქტიკულია და ასრულებს თუ არა ყველა იმ ფუნქციას, რაც მახასიათებლებშია მითითებული. თითოეული ბრენდი შერჩეულია საგულდაგულოდ და ყველა მათგანზე გვაქვს თამამი პასუხი, რომ პროდუქტი მისი მეპატრონის მოთხოვნებს სრულფასოვნად შეასრულებს. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქტებიდან ყველა უნიკალურია, თითოეულ მათგანს აქვს რაღაც განსხვავებული ან/და უმჯობესი, რის გამოც საბოლოოდ, მომხმარებელი სწორედ მას ამოირჩევს, იქნება ეს ვიზუალი, ღილაკების რაოდენობა, უსადენო ინტერფეისი და სხვა უამრავი მცირედი დეტალი.

თავად პროდუქციაზე, მათ ფუნქციებზე რომ გვიამბოთ . . . 

სალომე ხუციშვილი: ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება გრაფიკული ნამუშევრებისთვის. აქვე შეიძლება ნებისმიერ გაუჩნდეს კითხვა, ხომ შემიძლია, გავხსნა რომელიმე გრაფიკული პროგრამა და „მაუსით“ შევასრულო რამე ნამუშევარი?! დიახ, შეგიძლიათ, მაგრამ გრაფიკული ტაბით აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობებს და საშუალებებს გაძლევთ, რომელიც „მაუსის“ შემთხვევაში, არ გვაქვს. გრაფიკული ტაბით მუშაობა იგივეა, რაც ფანქრით ფურცელზე მუშაობა, როცა გინდა მკრთალად დახატავ, როცა გინდა – გაამუქებ. მარტივად, რომ ავხსნათ, ეს არის მოწყობილობა, რომელიც გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს გრაფიკული ნამუშევრების შესაქმნელად.

ვისთვის არის „ტაბიტოსტაბები?

სალომე ხუციშვილი: სამიზნე ჯგუფში, თავიდანვე მოვიაზრებდით გრაფიკოსებს, დიზაინერებს, არქიტექტორებს და გრაფიკული სფეროს სხვა  წარმომადგენლებს, მასწავლებლებს (რომლებიც ელექტრო დაფაზე Teams, Zoom, Skype… ისევე წერენ და ასრულებენ სხვადასხვა ჩანაწერს თუ ჩანახატს, როგორც – კლასიკურ დაფაზე), სტუდენტებს (რომლებიც ახლა სწავლობენ გრაფიკულ პროგრამებს და სურთ, ამ სფეროში იმუშაონ), უმცროსი ასაკის ბავშვებს.

სალომე ხუციშვილი

აღნიშნეთ, რომ თქვენი ტაბები მომხმარებელს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს. რას გულისხმობთ ამაში? 

სალომე ხუციშვილი:ტაბიტოს“ პროდუქციით მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს ყველა ხელსაწყო და ფუნქციონალი იმ პროგრამაში, რომელშიც მუშაობს. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სრულფასოვანს ხდის ციფრულ ნამუშევარს, მისი შემქმნელი კი სამუშაოს ასრულებს სიამოვნებით, რომელიმე ხელსაწყოს შეუფერხებელი გამოყენებით და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.

სად და როგორ შეიძლება „ტაბიტოსტაბების შეძენა? მიტანის სერვისი თუ გაქვთ თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში?

სალომე ხუციშვილი: „ტაბიტოს“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე Tabito.ge. აგრეთვე – მაღაზიათა ქსელში „ზუმერი“ და „ონლაინ“ პლატფორმებზე: Vendoo.ge, Extra.ge, MyMarket.ge, OnOff.ge.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გივი ვანაძე: გვსურს, ბრენდების და მოდელების ასორტიმენტი გავზარდოთ. ამ მიმართულებით, უკვე ვმუშაობთ, რაც უახლოეს მომავალში, აისახება ჩვენს შეთავაზებებზე.

 

[R]

ახალი ტექნოლოგიის წყალობით პლასტმასას კომპოსტირება საკუთარ სახლში შეგიძლიათ

როგორია საერთაშორისო სტანდარტი ევროპულ სასკოლო სწავლებაში? – წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა თბილისში