in

ორუელის სამყარო Taco Bell-ის რეკლამაში

“ადგილი, რომელიც ციხეს გაგონებთ, სადაც ყოველთვის ვიღაცა გითვალთვალებთ, შავ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი დადის და ყოველდღიურად საუზმეზე მრგვალ სენდვიჩს გაჭმევენ. საიდანღაც ხმა ისმის – “ყოველი ნაპრალიდან რაღაც არამრგვალი მოდის – ეს ცუდია”. ორ ახალგაზრდას ბედი გაუღიმებს და ციხეს თავს დააღწევს. ისინი აღმოჩნდებიან სამყაროში, სადაც სულ სხვანაირი საუზმეა”.

ეს არის Taco Bell-ის რეკლამის სიუჟეტი, რომელიც ორუელის “1984”-ის და “შიმშილის თამაშების” მიხედვით გადაიღეს. რეკლამაში სისტემა მკაცრად აკონტროლებს საუზმეს და ბურგერების ფორმას. კამპანიის იდეაა მომხმარებელს დაანახოს თუ როგორი მოსაწყენია ყოველდღიურად ერთფეროვნული საჭმლის ჭამა.

ტელევიზიით Taco Bell-ის რეკლამის მხოლოდ 60 წამიანი ვერსია ვრცელდება. მთლიანი ვიდეოს ნახვა მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი. სარეკლამო კამპანიაზე სააგენტო Deutsch-მა იმუშავა.

https://youtu.be/kuap4wIGSLg

despot-ronald-1 despot-ronald-2 despot-ronald-3 despot-ronald-4 ROUTINE RULES-36a

Youth to Speak ! – ფორუმი 4 აპრილს გაიმართება !

ჯგუფმა Ok Go-მ ახალ კლიპში ოპტიკური ილუზია გამოიყენა