in

თაგვების დნმ-ში ბიტკოინის ჩასმას გეგმავენ

BitMouseDAO ამტკიცებს, რომ თაგვები ამ ექსპერიმენტების დროს არ დაზიანდებიან

BitMouseDAO-ს გიჟური იდეა აქვს. ახალ დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციას DAO ორი ინვესტორი ჰყავს. მათ თაგვის დნმ-ში ბიტკოინის ჩასმა, გენეტიკურად დაპროგრამებული ვირუსით, სურთ. ეს გენეტიკური ტექნოლოგიის ექსპერიმენტია, რითაც ბიტკოინს თაგვში მოათავსებენ. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ იდეით. ფიქრობენ, რომ ეს ჩვენს მომავალზე მნიშვნელოვნად  იმოქმედებს. 

BitMouseDAO აღწერს, რამდენად კარგი იქნება ცოცხალი არსების ფულად გადაქცევა. თაგვის ღირებულება კი ბიტკოინის ღირებულების მიხედვით შეიცვლება. გამოდის, რომ ათი წლის შემდეგ ის, შესაძლოა, 100 მილიონი დოლარი ღირდეს, ან საერთოდ არაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში მეცნიერება დიდად არის ჩართული, კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხატვრული წამოწყებაა. ხელოვნების პროექტია, რომელიც ბიტკოინის თაგვში ჩასმის თამამი იდეის მეშვეობით, კრიპტო სამყაროს ხელოვნებასა და ბიოლოგიურ სფეროსთან აკავშირებს. 

საინტერესოა, რომ მათ ამ იდეის განსახორციელებლად ფული თითქმის არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ამისთვის არც ისე ბევრი რესურსი სჭირდებათ — მაშინ, როცა იდეის განხორციელება ბიტკოინის შეძენას, გენის რედაქტირების ექსპერიმენტებს, თაგვების მოშენებას, ნიმუშების განთავსების ადგილების დაქირავებასა და NFT-ების განვითარებას მოიცავს.

როგორია BitMouseDao-ს მომავალი?

მეცნიერებმა დნმ-ის ჯაჭვებში ინფორმაციის კოდირების მეთოდები უკვე შეიმუშავეს. ასე რომ, თეორიულად ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია. BitMouseDAO გეგმავს, კრიპტოვალუტების საფულე პირადი გასაღებით გამოიყენოს, სადაც შეძენილი ბიტკოინები გადაიგზავნება.

მას შემდეგ, რაც თაგვს დნმ-ში გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით კოდირებული პირადი გასაღები ექნება, მისი შვილებიც დაშიფრული იქნებიან. ხოლო როცა თაგვები ბუნებრივად მოკვდებიან, მათ ნიმუშებს აუქციონზე გაიტანენ. ამ შემთხვევაში ერთი ბიტკოინი მრავალ ეგზემპლარად გაიყოფა, თუმცა როგორც კი ვინმე გენეტიკური ინფორმაციის ამოსაღებად, ნიმუშს დაარღვევს, სხვა ეგზემპლარები ღირებულებას დაკარგავს. მეორე მხრივ, თუ ბიტკოინები უსარგებლო გახდება, ნიმუშის გატეხვა და ნამუშევრების განადგურება შეიძლება, არც კი მოხდეს.

თუ მიზანს მიაღწევენ, შემდგომში BitMouseDao თაგვის გამოსახულების NFT-ს შექმნასა და აუქციონზე გატანას აპირებს. მეტიც, კომპანიას სურს, ერთ იღბლიან NFT მყიდველს ფორმალდეჰიდის ქილაში შენახული ვირუსებით მოცული თაგვი გაუგზავნოს. 

meama

Meama Collect ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა

როგორ შევარჩიოთ CRM სისტემა?