in

გენური თერაპიით თაგვების გაახალგაზრდავება შეძლეს

თერაპია სრულიად უსაფრთხო აღმოჩნდა ცხოველებისთვის

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა, გენური თერაპიის მეშვეობით, თაგვებში დაბერების პროცესი შეანელა. ამის მიღწევა მღრღნელების ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების გაახალგაზრდავების გზით გახდა შესაძლებელი, რაც ქსოვილის რეგენერაციასა და სამკურნალო მედიცინის გარღვევას წარმოადგენს.

M2
M2

საგულისხმოა, რომ ცხოველებში არანაირი უკუჩვენება არ გამოვლენილა, მაგრამ უახლოეს მომავალში ადამიანებზე არ იგეგმება მსგავსი მეთოდის გამოყენება. ვიდრე ამ ეტაპამდე მივალთ, თერაპიირს სრულფასოვნად შესწავლა და ადამიანზე მორგებული კვლევების წარმოებაა საჭირო.

ასაკის მატებასთან ერთად, უჯრედებში დაბერების მკაფიო ნიშნები, ეპიგენეტიკური მარკერები, იჩენს თავს. მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება იაპონელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სინია იამანაკას მიერ აღმოჩენილი მოლეკულების, „იამანაკას ფაქტორების“ მეშვეობითაა შესაძლებელი.

ექსპერიმენტში მკვლევრებმა ისინი სხვადასხვა ასაკის თაგვების 3 ჯგუფზე გამოცადეს. მათ  ამ მოლეკულების დოზები გარკვეული ინტერვალით მისცეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ქცევასა და წონაზე ამ ყველაფერს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია. პირიქით, კონტროლ ჯგუფთან შედარებით, მათი კანის ქსოვილით აღდენის უნარი გაუმჯობესდა და შეფერხდა ნაწიბურების ჩამოყალიბების პროცესი.

ამასთან, შედეგი განსაკუთრებით ეფექტური იყო იმ თაგვებში, რომელთან თერაპია 7-10 თვის განმავლობაში უტარდებოდათ, რაც ადამიანის სიცოცხლის 15 წლის ეკვივალენტურია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის შეძლებენ მეცნიერები ჩვენი გამაახალაგაზრდავებელი თერაპიის შექმნას…

როგორ დაგეხმარებათ გამოთვლითი მონაცემების გამოყენება უკეთეს ლიდერად ჩამოყალიბებაში?

Tesla – ახალი ერა ავტომობილების ინდუსტრიაში