in

მეცნიერებმა თაგვებში კვებითი ალერგია დაამარცხეს

შეიძლება, ეს მეთოდი ადამიანებისთვისაც სასარგებლო იყოს…

ალერგიული რეაქციები, იქნება ეს მსუბუქი გამონაყარი თუ ანაფილაქსიური შოკი,  ჩვენთვის ნამდვილად შემაფერხებელი ფაქტორია. დიახ, შესაძლოა, მედიკამენტებით ამის გაკონტროლება მოახერხოთ, მაგრამ ყოველი ჭამის დროს ეს სტრესი მაინც თქვენთან იქნება…

M2
M2

მეცნიერებმა კი გამოსავალი იპოვეს — თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და შედეგად, თხილის ალერგიასაც გაუმკლავდნენ. ხოლო ბუტირატი სწორედ ის ნაერთია, რომელიც ჯანსაღი მიკრობიომებისგან მზადდება და ალერგიულ რეაქციასაც ცვლის. უშუალოდ ამ რეაქციას კი ნაწლავში არსებული სიცარიელეები იწვევს, ეს გარკვეული საკვების გაჟონვას გვაძლევს შედეგად და იმუნურ პასუხამდეც მივყავართ. 

ამის მოსაგვარებლად ბუტირატი ნაწლავში შეჰყავთ და იგი არსებულ სიცარიელეებს ავსებს. თუმცა ძალიან უსიამოვნო სუნის ქიმიკატია, ძაღლის განავალსაც კი წააგავს, ამიტომ, კლინიკურ კვლევებში ბუტირატის ორალური ან რექტალური შეყვანა კარგი შედეგის მომცემი ნამდვილად არ იქნებოდა. 

ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, მეცნიერებმა ამ ნაერთის სუნის დამალვის გზასაც კი მიაგნეს — ბუტანოილოქსიეთილის მეთაკრილამიდისა და მეტაკრილის მჟავის პოლიმერიზაციით უსიამოვნო სუნი გააქრეს. ფორმულა კი თხილზე ალერგიულ თაგვებზე გამოცადეს, მათ ჩვეულებრივ ანაფილაქსიური შოკი ემართებოდათ, მაგრამ ბუტირატის მიღების შემდეგ, ეს ასე აღარ ყოფილა.

მკვლევრები კიდევ უფრო მეტი კვლევის ჩატარებას აპირებენ, მათ შორის უფრო დიდი ზომის ცხოველებზეც. ხოლო თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ამ კვლევის შედეგებს დაადასტურებს და იგი ფხვნილის სახით ბაზარზეც შემოვა.

მეტიც, მეცნიერებს ბუტირატის შემცველობის მქონე ვაქცინის შემუშავებაც სურთ, რათა შესაძლო რეაქციისგან დაიცვან ის პაციენტები, რომელთაც ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდათ.

შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც უცნობი ადამიანები ერთად წერენ წიგნს

როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა სახლიდან მუშაობისას? — 7 რჩევა