in ,

თაგვის უჯრედები ბიორობოტების შესაქმნელად გამოიყენეს — კვლევა

მეცნიერებმა შექმნეს დისტანციურად მართვადი, მოსიარულე რობოტები, რომელთა მოძრაობასაც თაგვის კუნთების უჯრედები უწყობს ხელს. ცოტა მხატვრულად თუ შევაფასებთ, ეს ერთგვარი ფრანკენშტაინის ნაზავია, თანამედროვე რობოტიკისა და ძირითადი ბიოლოგიური სისტემების — შესაძლოა, ამან სამომავლოდ კიბორგ რობოტებს ჩაუყაროს საფუძველი.

M2
M2

Science Robotics-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი რობოტის შექმნისა და მუშაობის პროცესი. როგორც ჩანს, ბიოჰიბრიდს საკმარისად სწრაფად გადაადგილება შეუძლია, რათა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყაროს: ის მილიმეტრის დაფარვას წამს ანდომებს. ალბათ, ეს არც ისე ბევრად გეჩვენებათ, მაგრამ ამ ტიპის და სხვა ბიოჰიბრიდული რობოტული სისტემებისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ახლა კი უფრო კონკრეტულად ავხსნათ: ბარდის ზომის რობოტები ლაბორატორიაში გაზრდილი უჯრედებისგან, 3D პრინტერით დაბეჭდილი ჩონჩხისგან და უსადენო LED კონტროლის ჩიპებისგან შეიქმნა. ვინაიდან, თაგვის კუნთების უჯრედები გარე სტიმულებზე რეაგირებს, მათ შორის სინათლეზე ან სითბოზე, ამ LED კონტროლერებზე მიმართული შუქი რობოტს მოძრაობისკენ უბიძგებს. ამის გათვალისწინებით, რობოტის მართვა შესაძლებელია დისტანციურად, ბატარეის ან ენერგიის სხვა წყაროს გარეშე.

საგულისხმოა, რომ მკვლევართა გუნდმა ბიოჰიბრიდები ლაბირინთი გაატარეს და მათთვის დაბრკოლებების გადალახვაც კი მარტივი აღმოჩნდა. მეცნიერები ამ კვლევას ჯერ მხოლოდ დასაწყისად მიიჩნევენ და ამჟამად ნერვული უჯრედებით უფრო რთული ბიოჰიბრიდული რობოტის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეეძლება.

„ერთად აღნიშვნა ჯადოსნურია“ — Coca-Cola-ს ახალი რეკლამა

„აგროსფეროს“ საერთაშორისო ჯილდო — წლის ლიდერი 2022 გადაეცა