in

უძველესი ხელსაწყოდან ვისკის ბოთლამდე — Tairsgeir-ის ბრენდინგი

ვისკის ბრენდზე საუბარი ამჯერად ძველი ხელსაწყოდან უნდა დავიწყოთ, რომელსაც ადრე შოტლანდიის მთებში ტორფის მოსაჭრელად იყენებდნენ. Tairsgeir ერქვა და ზუსტად ამ სახელით გვაცნობენ ბრენდსაც. თავად ტორფი კი ქერის გასაშრობადაა კარგი და სასმელს უნიკალურ გემოს სძენს. შემდეგ მუხისა და ატმის სანელებლების სუნს იგრძნობთ, რომელსაც ალაოს, თამბაქოსა და კვამლის მიწიერი ნოტები ამდიდრებს… 

BOG
BOG

სავარაუდოდ, გემოზე გარკვეული შთაბეჭდილება უკვე შეგექმნათ, ახლა კი შეფუთვაზე მოგიყვებით. ბოთლის დიზაინი თავად Tairsgeir-ის ინსტრუმენტის ფორმის შთაგონებით შეიქმნა. ზედა ნაწილი ხელსაწყოს ხელითაა შთაგონებული და აქ Green Man-საც გვაცნობს, კელტურ სიმბოლოს, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირს ასახავს. ხელახლა დაბადების სიმბოლოდაც გამოიყენება ხოლმე და, როგორც ამბობენ, იგი ბუნების მრავალფეროვნებას, გაზაფხულის ფერებსა და ვეგეტაციის სიჯანსაღესაც აღნიშნავს.

რაც შეეხება მის ქვემოთ დატანილ სამ წერტილს, თურმე ერთ დროს ყველა შოტლანდიელი მჭედელი უკეთებდა ამ ხელსაწყოს საიდენტიფიკაციო ნიშანს, ამიტომ ესეც სიმბოლურია: 

ასეთივე საინტერესოა ბრენდის ერთგულება მდგრადობის მიმართ — ტორფის მოპოვების პროცესს რომ პასუხისმგებლობიანად უნდა მიუდგნენ, ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული, ამიტომ, აღნიშნული ვისკის ბრენდი შოტლანდიური ტორფის აღდგენაზე და კონსერვაციაზე ზრუნავს. კუნძულზე მცხოვრებ სხვადასხვა საზოგადოებასთან ერთადაც მუშაობენ, რათა ერთად აღადგინონ ეროზიული, დაზიანებული ტორფები… ასე კი ქმნიან ბრენდს, რომელიც მხოლოდ ბოთლის დიზაინითა და ისტორიით კი არა, მდგრადობითაც გამოირჩევა. 

Tairsgeir-ის ბრენდინგზე Intertype Studio-მ და Officina Poligonale-მ იმუშავეს. 

წინანდლის მამულში „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით გიორგობისთვე გაიმართება – პროექტის მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი

განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია