15
Feb
2017

ტაივინ ლანისტერი გარემოს დაცვისკენ ლექსით მოგვიწოდებს

15 Feb 2017



ორგანიზაცია The Climate Coalition-მა, სააგენტო Ridley Scott Associates–თან (RSA) ერთად, კამპანია #ShowTheLove-ს ფარგლებში, შექმნა მოკლემეტრაჟიანი არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი “A Love Song”, სამყაროში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით. 3 წუთიან ვიდეორგოლში, რომელსაც მუსიკალურად ბრიტანული ჯგფის Elbow-ს სიმღერა “Magnificent” აფორმებს, ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრიტანელი მსახიობები იღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი “სამეფო კარის თამაშებიდან” ჩარლს დენსი, მირანდა რიჩარდსონი და ჯეისონ აიზეკსი ჰარი პოტერიდან, მსახიობები პოეტ Anthony Anaxagorou-ს ლექსს კითხულობენ, ფონად კი ისეთი შთამბეჭდავი და ემოციური კადრები ჩნდება, რომლებმაც არაერთი სერიოზული კინოკრიტიკოსის დიდი სიმპათია დაიმსახურა.

 

მართლაც, მთლიანობაში ვიდეორგოლი იმდენად ემოციურია, რომ მაყურებლებს ეკრანებთან რეალობის განცდა ეუფლებათ და ცოცხლად აღიქვამენ ნამიანი ბალახის სუნს. ერთობლივი კამპანია და ვიდეორგოლი გარემოს დაცვისკენ არის მიმართული და საზოგადოებას პოეტურად მოუწოდებს მასზე ზრუნვისკენ.

განხილვა