in

ერთი ნახვით მოგწონს, ისტორიის გაცნობით კი გიყვარდება – ამბავი ტაიაკიზე, იაპონურ დესერტზე საქართველოში

ყოველდღიურობა ეს ქაოსია. ქაოსი, რომელიც ხშირად სასიამოვნო ფუსფუსთან არის ასოცირებული, ზოგჯერ უსიამოვნოსთანაც, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ეს არის ის, რითაც ადამიანები თან დაკავშირებულები ვართ და თან სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ამ ფუსფუსში ჩართულები მუდმივად ვეძებთ სიახლეს, ვეძებთ ადგილებს, სადაც საკუთარ თავს თუნდაც მცირე დროს გამოვუყოფთ, სადაც მეგობრებთან ერთად შესვენებაზე შევირბენთ, სადაც ბევრი დრო არ დაგვეკარგება და სადაც, სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდება იმისთვის, რომ თავი ლაღად და მყუდროდ ვიგრძნოთ.

არის ადგილები და პროდუქტები, რომლებიც ხშირად ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამაში დიდ როლს ბრენდი თამაშობს, მისი ხასიათი, მომხმარებელთან კომუნიკაციის ფორმა. მას შეუძლია თავი უზომოდ შეგვაყვაროს ან პირიქით. 

ზოგჯერ ბრენდის შეყვარება ადამიანივითაა. ის შეიძლება ერთი ნახვით მოგეწონოს, მაგრამ სამუდამოდ მის ერთგულად რომ დარჩე, კარგად უნდა გაიცნო. მასში რაღაც ისეთი უნდა იპოვო, რაც დაგამახსოვრდება.

იცით, რა არის ტაიაკი (TAIYAKI)? სახელის ჟღერადობიდან ალბათ მარტივად მიხვდებოდით, რომ ის იაპონიასთანაა დაკავშირებული. არ ცდებით. ტაიაკი იაპონური დესერტია, რომელსაც თევზის ფორმა აქვს. თუ იაპონური კულტურის მოყვარული ხართ, მის შესახებ გაგონილი მაინც გექნებათ. ეს დესერტი პირველად 1909 წელს გაიყიდა და მისი წინამორბედის, imagawayaki-ს ფორმაცვლილი ვერსიაა. იაპონიის ქუჩებში მას ხშირად შეხვდებით. თუმცა რატომ მარტო იაპონიის, როცა ის ზოგადად აზიაში და უკვე დასავლურ ქვეყნებშიც აქტიურად მზადდება და იყიდება.

ამ დესერტს, თავის მხრივ, საინტერესო კონცეფცია აქვს. თევზი, რომლის ფორმასაც დესერტი განასახიერებს, დორადოს ერთ-ერთი სახეობაა, ტაი. მე-20 საუკუნის იაპონიაში ის მხოლოდ მაღალი კლასის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამ დროს Imagawayaki-ს გამყიდველ სეიჯირო კობის ფინანსური კრიზისი ჰქონდა. მისი დესერტები არ იყიდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისთვის ფუფუნებასა და გლამურთან ასოცირებული ფორმა მიეცა და ამასთან, ესთეტიკურადაც უფრო ლამაზიც ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ თევზი ტაი იაპონიაში იღბლისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა, დესერტმა მალე მიიქცია მომხმარებლის ყურადღება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სეიჯირომ დაბალი კლასის მომხმარებელს საშუალება მისცა მისთვის მიუწვდომელი თევზი ამ ფორმით დაეგემოვნებინა, რადგან დესერტის ფასი ნამდვილ თევზზე ბევრად ნაკლები იყო. 

ამის შემდეგ ტაიაკი ჯერ იაპონიის, შემდეგ მიმდებარე ქვეყნებისა და აშშ-ის ერთ-ერთ უსაყვარლეს დესერტად იქცა. პროდუქტს, რომელსაც უკვე ასწლოვანი ისტორია აქვს, დღეს სიამოვნებით მიირთმევენ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ქვეყანაში და ის უკვე ჩვენთანაც გამოჩნდა. 

ტაიაკი ჰოლო” – ის ადგილია, სადაც ნამდვილი იაპონური ტაიაკების დაგემოვნება და მის ეგზოტიკასთან ზიარებაა შესაძლებელი. აქ გხვდებათ გარემო და გემო, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ იმ ისტორიას, რომელიც მოგიყევით. ბრენდი სრულად იზიარებს კლასიკური ტაიაკის კონცეფციას და გთავაზობთ პროდუქტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სხვა ქვეყნის კულტურასთან სიახლოვე თქვენი მშობლიური ადგილიდან დაამყაროთ. ეს არის ადგილი, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ მარტო, თქვენს შვილებთან ან მეგობრებთან ერთად და აქციოთ ის თქვენს ყოველდღიურ, სასიამოვნო ფუსფუსებს შორის გაჩერების წერტილად. აქ გთავაზობენ როგორც ნამდვილ ტაიაკებს, ისე კაფეშივე დამზადებულ ლიმონათებს, რომლებიც ფრანგული სიროპით მზადდება და სხვადასხვა არომატების არჩევანითაა წარმოდგენილი. აქვე ნახავთ კომბო მენიუებს, რომლის შეფუთვაც იაპონურ სამყაროსთან ზიარების კიდევ ერთი მაგალითია.

უნდა აღინიშნოს, რომ ტაიაკი ჰოლო მხოლოდ ტკბილ ტაიაკს არ გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ტაიაკის ფორმის ლობიანი, რომელსაც სიცხარისა და სიმჟავისთვის ჰალაპენიო აქვს დამატებული, ასევე ტაიაკი ჰოლანდიური ყველითა და ბეკონით. ტკბილ ტაიაკებს რაც შეეხება, ის სამი სახეობით გხვდებათ: ტაიაკი თეთრი კრემითა და სეზონური ხილით, ტაიაკი ნუთელა და ბანანი, ტაიაკი კლასიკი. ეს უკანასკნელი ნამდვილი იაპონური წესითაა დამზადებული, წითელი, ტკბილი ლობიოთი და არომატებისთვის დარიჩინი, ფორთოხალი და ლიმონი აქვს დამატებული. როგორც იცით, დესერტებს კარგი ყავაც უხდება, ამიტომ ტაიაკი ჰოლოში გემრიელი ყავის შეკვეთაც შეგიძლიათ, რომელსაც ობიექტს ყავის ლაბორატორია აწვდის.

ტაიაკი უკვე კლასიკად ქცეული პროდუქტია. ისეთი, მუდმივად რომ გვიზიდავს და თავს იმ მომხმარებლად გვაგრძნობინებს, რომელსაც ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი, სხვებისგან გამორჩეული პროდუქტი აქვს აღმოჩენილი. მისი გასინჯვის შემდეგ ის ჯერ მოგწონთ, ხოლო ისტორიის გაცნობის მერე გიყვარდებათ, რადგან ის უკვე აღარაა უბრალოდ პროდუქტი, ის ადგილს იკავებს თქვენს ყოველდღიურ, სასიამოვნოდ ქაოტურ ცხოვრებაში.

[R]

უდიდესი სტარტაპ-აქსელერატორის, Founder Institute-ის პროგრამა საქართველოში იწყება!

„შეცვალე“ — პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს