კომპანია Noxtton-ის გუნდს დიზაინერი თაკაკა აბრამია შეუერთდა. თაკაკა 2010 წლიდან დიზაინის სფეროში მუშაობს. მისი პორტფოლიო ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე განხორციელებულ 70-ზე მეტ პროექტს ითვლის. ის თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის: McGill, Studio impulse, „ნატახტარი“, USAID, „8000 მოსავალი“, „ქარვა“, UNDP… იყო Saatchi & Saatchi-ის ჯუნიორ და TBC Bank-ის არტ დირექტორი.
თაკაკა არის მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ნახვის მქონე არაერთი პრინტის ავტორი. 2017 წელს კი ის VR NOW CONFERENCE & AWARDS-ის ღონისძიების მიწვეული სპიკერი იყო.
11 წლის მანძილზე თაკაკა აბრამია ვიზუალური კომუნიკაციის, თითქმის, ყველა მიმართულებით მუშაობდა: ლოგოს დიზაინი, ბრენდინგი, პრინტი, UI/UX დიზაინი, ილუსტრაციები, შეფუთვის დიზაინი… ასევე, აქტიურად მონაწილეობს ბრენდ სტრატეგიების შემუშავებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის პროცესში.

მის ახალ გამოწვევას Noxtton-ის დიზაინ მიმართულების განვითარება და ახალბედა დიზაინერების განვითარების პროცესში ჩართულობა წარმოადგენს.
ამჟამად, თაკაკა ახალი გუნდის წევრებს ეძებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ Noxtton-ის ვიზუალური წინსვლის პროცესში და თავადაც გადადგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს კარიერული წარმატებისკენ.
კომპანია Noxtton-ი მრავალპროფილური, საერთაშორისო საინფორმაციო-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. ორგანიზაციის პორტფოლიო 50-ზე მეტ მასშტაბურ პროექტ ითვლის, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. კომპანიას წარმომადგენლობა აქვს სამ ქვეყანაში და მისი ტექნიკური სერვისები 10-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე არის ხელმისაწვდომი.
[R]