„იაპონიის უორჰოლის“ სახელით ცნობილი ხელოვანი, აღიარებული ენერგიული გამოსახულებებითა და საკულტო პერსონაჟებით, მათ შორის მოღიმარი ყვავილითა და მისტერ DOB-ით, ახლა პირველ პერსონალურ გამოფენას მართავს. ტაკაში მურაკამის შემოქმედება ამჯერადაც კრეატიულობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება და მან ბინა ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, The Broad, დაიდო. გამოფენას „ტაკაში მურაკამი — აბიჯებს ცისარტყელას კუდს“ სახელით ვეცნობით.
The Broad-ში 18 ნამუშევარია წარმოდგენილი, რაც ქანდაკებებს, ნახატებსა და იმერსიულ ინსტალაციებსაც კი მოიცავს. როგორც ამბობენ, დამთვალიერებლები მის ვიზუალურ ენას კვლავ აღიარებენ, შეამჩნევენ თუ როგორ ვითარდება იგი წლების განმავლობაში და როგორ ახერხებს ყოველთვის ერთ გამორჩეულ ხმად ყოფნას.
ნამუშევრებს შორის გამორჩეულია 82 ფუტი სიგრძის მასიური გამოსახულება, სახელწოდებით „მკვდრების მიწა“, რითაც მე-18 საუკუნის მხატვრებს სოგა შოჰაკუსა და იტო იოკაჩუს გვაცნობს. აქვე, საკუთარი რწმენის შესახებაც გვესაუბრება — აწმყოში ნახატების შექმნისას ახალი და ალტერნატიული ჭეშმარიტების მიღწევა არსებული ფორმებისა და სტილის მიბაძვით არის შესაძლებელი.