იაპონელმა ხელოვანმა – ტაკაში მურაკამმა სპორტული ფეხსაცმლის დიზაინი შექმნა, რომელზეც მინი ჩანთებია დატანილი. ამისათვის მან იაპონურ ჩანთების კომპანია Porter-თან ითანამშრომლა. ხელოვანის თქმით, დიზაინი შთაგონებული იყო სპორტული ფეხსაცმლის ბუმით, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნებოდა. ჩანთებიანი ფეხსაცმელი სხვადასხვა მასალისგანაა შექმნილი, იქნება ეს ტყავი, თუ ნეილონი. Porter-ის მინი ჩანთები განლაგებულია ფეხსაცმლის ზედაპირზე, ძირი კი გაფორმებულია მურაკამის გრაფიკული ყვავილებით.

მურაკამის პოსტის მიხედვით, კიდევ ბევრი სამუშაოა წინ და პროდუქციის სარეალიზაციოდ გამოტანის თარიღი და დეტალები მალე გახდება ცნობილი.











