in

როგორ შეისვენოთ უკეთესად, სამუშაო დღის განმავლობაში?

იმის მიუხედავად, ვიდეოზარების რეჟიმში ცხოვრობთ თუ ელექტრონული წერილების მუდმივ ნაკადს პასუხობთ, საქმეს შეუძლია ეკრანთან დიდი ხნით მიგაჯაჭვოთ და დროის შეგრძნებაც გაგიქროთ. გონება კი, ასეთ სტრესულ რეჟიმში, სულ მცირე შესვენებებს ითხოვს. მნიშვნელოვანია ცოტა ხნით მაინც მოცილდეთ ეკრანებსა და გაჯეტებს და ენერგიით შეივსოთ. ეს აუცილებელია იმ დროსაც, როდესაც საქმე ძალიან ბევრია და თვლით, რომ ყოველი წუთი გადამწყვეტია. თუმცა, ეკრანისგან შესვენების გარეშე ნამდვილად არ აისახება თქვენზე კარგად. როგორ დავარეგულიროთ სამუშაო ენერგია და სწორად შევისვენოთ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამოძრავდით

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ შესვენებისას ორწუთიანი სიარულიც კი ძალიან დიდ შვებას მოგცემთ. ფიზიკურ ენერგიას შეგივსებთ და პროდუქტიულობის შემცირების გარეშე შეგიქმნით კომფორტს.

ეკონტაქტეთ სხვებს

ეს ეკრანების შემთხვევაშიც მუშაობს. თუკი დისტანციურად ხართ საქმეში ჩაბმული, იზოლაცია მძაფრ განცდებთან შეიძლება ასოცირდებოდეს. თუმცა, დისტანციურ რეჟიმში მომუშავე საუნივერსიტეტო ლექტორების შესწავლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ონლაინ-საუბრებსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა იზოლაციის განცდაზე.

გამოიწვიეთ საკუთარი ტვინი, რაღაც განსხვავებულით

მცირედი გონებრივი სტიმულაცია, რომელიც სამუშაოს არ უკავშირდება, შესაძლოა, ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდეს განტვირთვისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ვიდეოგეიმინგი ყოფილა – როგორც აღმოჩნდა, ვიდეოთამაშებს მენტალური პროცესინგის, რეაქციების დროისა და სამუშაო მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლიათ.

შეისვენეთ უკეთესად

აი, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესვენების რამდენიმე მაგალითი: იოგას სესიები სამუშაო ადგილთან ახლოს, ყავის შესვენება, სიარული – ის, რაც განახლების შეგრძნებას დაგიბრუნებთ.

ეკრანთან ვარჯიში

თამაში და მოძრაობა ერთმანეთს შეუთავსეთ – ამით ორგანიზმს ორმაგად დაეხმარებით, სტრესის მოხსნაში. დახარჯეთ რამდენიმე წუთი ფიზიკურად აქტიურ თამაშში Beat Saber, Wii Sports ან, ქუჩაში გასვლა თუ გირჩევნიათ, Pokemon Go გამოგადგებათ.

იმღერეთ

ფიზიკური აქტივობა სულაც არ ნიშნავს აუცილებლად ვარჯიშს. კვლევების სულ უფრო დიდი ნაწილი ამახვილებს ყურადღებას მუსიკის მნიშვნელობაზე, მაგალითად, გუნდურ სიმღერაზე, რაც ენერგიის კოლექტიურ მიმოცვლას უკავშირდება. შეგიძლიათ, YouTube კარაოკეს მიმართოთ.

გამოეთიშეთ გონებრივად

ჩართეთ საყვარელი აუდიოწიგნი და რაიმეთი დაკავდით – მაგალითად, ქსოვით, სიარულით, ჭურჭლის რეცხვით… არა, ბიზნესლიტერატურას ნუ მოუსმენთ. მთელი აზრი ისაა, რომ ემოციური მრავალფეროვნება განიცადოთ და გონება სულ ცოტა ხნით დაასვენოთ.

შესვენება საუბრით

სულაც არაა შემთხვევითი, რომ ხმოვანი სოციალური ქსელები (Clubhouse, Twitter Spaces) იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ყოველდღიურ საოფისე საუბრებს გამოვაკლდით. იმპროვიზებული საუბრების მოსმენა მართლაც სანატრელი გახდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე. აუდიო სოციალური ქსელები კი, სპონტანური საუბრების მოსმენის საშუალებას იძლევა – შთაგაგონებთ ახალი იდეებით, რეალურ დროში, ეკონტაქტებით და ენერგიით ივსებით.

გათავისუფლდით უწესრიგობისგან

კვლევებით დასტურდება, რომ უწესრიგობა ადამიანში დეპრესიას იწვევს. თუკი სახლიდან მუშაობთ, ე.ი. შეგიძლიათ მოწესრიგებასაც დაუთმოთ დრო. აირჩიეთ, საიდან დაიწყოთ და მიყევით ნელ-ნელა. ეტაპობრივად, წესრიგს დაამყარებთ. პარალელურად, შეგიძლიათ აუდიოწიგნს, მუსიკას ან Clubhouse-ს უსმინოთ.

მომართეთ გონება

2014 წელს ჩატარებული კოგნიტური აქტივობების კვლევა, ალცჰეიმერის რისკის შესახებ, გვამცნობს, რომ კოგნიტური თამაშების ნებისმიერი სახეობა – კარტი, კროსვორდი, შაში – კოგნიტურ უნარებს აუმჯობესებს. სხვა კვლევის რწმუნებით, ვიდეოთამაშები – სტრესის აღქმას ამცირებს. ამდენად, შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად დაკავდეთ გეიმინგით ან ციფრულ ასისტენტს სთხოვოთ კომპანიონობა.

საბოლოო ჯამში, მთავარია, დღის წესრიგში სწორად შესვენების კულტურა დაამკვიდროთ და სამუშაოსგან გამოწვეული სტრესიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

წყარო: HBR



რა შესაძლებლობებს აძლევს კურსდამთავრებულებს „ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“?

სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალურ სტარტაპ ფონდს ქართული კომპანიები და ფონდები უერთდებიან