in

რას ვერ ამჩნევთ მკერდზე?

ირლანდიურმა სააგენტომ Rothco და ფონდმა Marie Keating, მკერდის კიბოს წინააღმდეგ, კამპანია წამოიწყეს. ქალაქ დუბლინის ცენტრში, მოლი მელოუნის ცნობილ ბრინჯაოს ფიგურას სიმსივნის სიმბოლური “ქსოვილი” მიამატეს. აღსანიშნავია, რომ მელოუნის ფიგურა ერთ-ერთი ცნობილი ძეგლია ქალაქში. ის პოპულარულია მკერდის გამოც, რომელიც გამვლელების ხელის შეხებისგან პრიალებს. კამპანიის შემქმნელებს აინტერესებდათ, რამდენი ადამიანი შეამჩნევდა ყველაზე პოპულარულ ლითონის მკერდზე იმას, რაც ყველაზე მეტად საჭიროებს ყურადღების მიქცევას. საინტერესოა, რომ გამვლელების ყურადღება კვლავაც მკერდმა მიიქცია და არა უცნაურმა წარმონაქმნმა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოში, მკერდის კიბოთი ნახევარ მილიონზე მეტი ქალი იღუპება. კამპანია ქალებს მოუწოდებს, დროულად შეიმოწმონ მკერდი. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერი მკერდის კიბოს მიმართ ცნობადობის ამაღლების თვეა.

 

კანადური ცირკი “Cirque Du Soleil” ონლაინ კონკურსს აცხადებს

„სპარის“ მე-100 მაღაზიის გახსნა და კომპანიის ყოველწლიური კონფერენცია თბილისში