ფრანგული ავტოსკოლის მოსწავლეებს გაუმართლათ და გამოცდის ჩაბარება ახალ “Porsche 911 Carrera 4”-ზე მოუწიათ. როდესაც მოსწავლეები გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ და “Porsche 911 Carrera 4”-ს ხედავდნენ არაადეკვატურად რეაგირებდნენ. ზოგს უხაროდა, ზოგი შოკში იყო და ზოგი საერთოდ ავტომობილის ტარებაზე უარს ამბობდა.
მოსწავლეებს ძირითადი პრობლემა რაც შეექმნათ იყო დაქოქვა, დასაწყისში სისწრაფე და მუხრუჭი. სარეკლამო აქცია, რომელიც პორშემ განახორციელა “Porsche Experience Center”-ისთვის გაკეთდა. “Porsche Experience Center” – ეს არის სპეციალური კომპლექსი, სადაც ავტომობილის ტარებას ექსტრემალურ სიტუაციაში ასწავლიან.