დღესდღებით, სამსახური უფრო მეტს გვაძლევს, ვიდრე მხოლოდ ხელფასია: ის ხშირად გვთავაზობს მიზნის, ზრდისა და კუთვნილების განცდას. თუმცა, დროთა განმავლობაში, ჩვენი პროფესიული როლები შეიძლება ძალიან გადაიჯაჭვოს ჩვენს თვითაღქმასთან. ეს განსაკუთრებით ეხება მგრძნობიარე თანამშრომლებს. როდესაც მომართული ხართ ხარისხიანი შედეგებისკენ, ფიქრობთ და გრძნობთ სიღრმისეულად, შესაძლოა ინტერაქციამ, გადაწყვეტილების მიღებამ ან უკუკავშირმა პირდაპირი და ხშირად, არაპროპორციული გავლენა იქონიოს თქვენს ემოციებზე, თვითშეფასებასა და იდენტობაზე.
მაგალითად, სტატიის ავტორის, მელოდი უაილდინგის ერთ-ერთი კლიენტი ბრენდა ბრენდა განვიხილოთ. მუშაობისას, ბრენდას ძალიან აწუხებდა საკითხი, თუ რატომ იღებდა სამსახურში ყველაფერს ასე პირადულად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბრენდა მუშაობდა ცნობილი ბიზნესსკოლის დეკანის გუნდის ხელმძღვანელად. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად აჭარბებდა მოლოდინს, ეს საკმარისად ძვირად დაუჯდა. ყოველი სიტუაცია, ურთიერთქმედება ან შედეგი ემოციურად მძიმედ აისახებოდა მის პიროვნებასა და შესაძლებლობებზე.
როდესაც კონფლიქტები წარმოიქმნებოდა ფაკულტეტსა თუ პერსონალს შორის, ბრენდა ხშირად იღებდა შუამავლობას საკუთარ თავზე. მისი გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად წაადგა საკითხების მოგვარებას, მაგრამ მისი კეთილდღეობის საზიანოდ. არა მხოლოდ ეს, არამედ კონსტრუქციულმა კრიტიკამ და თუნდაც მცირე წარუმატებლობებმა გამოიწვია მასში ემოციების მოძალება. ცოტა ხნის წინ, მასა და დეკანს დაგეგმილი ჰქონდათ განეხილათ ბიუჯეტის შემცირება, რაც გავლენას მოახდენდა ბიზნესსკოლის ყველა განყოფილებაზე. ბრენდა დაუღალავად მუშაობდა, რათა ეპოვა კრეატიული გადაწყვეტილებები ზიანის შესამცირებლად და მისი კოლეგების ადვოკატირებისთვის. როდესაც მკაცრი საუბრის დრო დადგა, ბრენდამ შენიშნა დეკანის უინტერესო მზერა და შფოთვა იგრძნო. დეკანის აშკარა გულგრილობა მისთვის პირად უარყოფას ჰგავდა.
თუ ბრენდას სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, სწორ სტატიას კითხულობთ. ბოლოს და ბოლოს, სამსახურში ჩვენი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ვატარებთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ არის ის ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც პიროვნების, ღირებულების საქმიანობასთან გათანაბრება ბევრის პრობლემაა, მაინც შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ამ მძიმე ემოციებისგან. აი, როგორ მივიღოთ სამუშაო ნაკლებად პირადულად.
იარეთ ტალღის ქიმზე, რეაგირების გარეშე
როდესაც რაღაცას პირადულად იღებთ, თქვენი ტვინი ფიქრობს, რომ თავდასხმის ქვეშ ხართ. ის სიტუაციას აღიქვამს, როგორც საფრთხეს თქვენი სოციალური მდგომარეობისთვის ან თუნდაც ჯგუფის შიგნით თქვენი კუთვნილების შეგრძნებისთვის. ეს ააქტიურებს ამიგდალას და აგზავნის თქვენს შიშის რეაქციას. შეიძლება იგრძნოთ გაღიზიანება, თავდაცვა, შეშფოთება ან თუნდაც, ბრაზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ემოციები ბუნებრივი და მართებულია, მთავარია „ტალღაზე იარო“ – განიცადო ისე, რომ გარე ფაქტორებმა ვერ განსაზღვრონ ან გიკარნახონ ქმედებები.
ივარჯიშეთ თქვენი გრძნობების დეიდენტიფიკაციაში ისეთი ფრაზებით, როგორიცაა – „მე ვაკვირდები ამ გრძნობას, მაგრამ მე არ ვარ ეს გრძნობა“. თქვენი რეაქციის ამოცნობითა და მისგან გამიჯვნით ჩართავთ თქვენს პრეფრონტალურ ქერქს – ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელ ფუნქციებზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა და ემოციური რეგულაცია. თქვენ ქმნით სივრცეს სტიმულსა (გამომწვევ მოვლენას) და თქვენს რეაგირებას შორის, რაც საშუალებას გაძლევთ იმოქმედოთ კონსტრუქციულად.
გაარღვიეთ ინტერნალიზაცია
სანამ ნეგატიურ სპირალზე გადაინაცვლებთ, შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ აღვიქვამ ამ ადამიანის რეაქციას, ამ სიტუაციას და ა.შ. ჩემ მომართ? ამ შაბლონის შეწყვეტის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ საკუთარი თავი, გამოიკვლიოთ თქვენი ვარაუდები და შეხედოთ სიტუაციას უფრო ობიექტურად.
თქვენ ასევე შეგიძლიათ საკუთარ ვარაუდს დაუპირისპირდეთ და განიხილოთ, სულ მცირე, ორი-სამი ალტერნატიული ახსნა სხვისი ქცევის ან სიტყვებისთვის. მაგალითად, თუ კოლეგა შეხვედრაზე გაიგნორებთ, იმის ნაცვლად, რომ ივარაუდოთ, რომ ისინი არ აფასებენ თქვენს წვლილს, იფიქრეთ სხვა ვარიანტებზე. შესაძლოა მათ რთული დილა ჰქონოდათ ან ბოლომდე არ ესმოდათ არსებული თემა. ამ ფართო პერსპექტივას შეუძლია შეაჩეროს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა.
გააძლიერეთ იმუნიტეტი თქვენი შიშების მიმართ
ნუ გაექცევით სიტუაციებს, ჩამოიყალიბეთ იმუნიტეტი, რითაც აღიქვამთ და იგრძნობთ თქვენს ემოციებს. უსიამოვნო შეგრძნებებთან და დისკომფორტთან ურთიერთობის მართვა უნდა ისწავლოთ, მეტი სიმშვიდით. კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესული სიტუაციების გაცნობიერებამ შეიძლება შეამციროს შიში.
ღრმა დონეზე, თქვენი შიშების მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბება თქვენი იდენტობის შეცვლაში დაგეხმარებათ. როდესაც მუდმივად იღებთ რისკებს და იძაბებით, საკუთარ თავს სუსტად ან მყიფედ მიიჩნევთ და გჯერათ, რომ გაქვთ ის, რაც საჭიროა, რომ ამოცანა შეასრულოთ. იპოვეთ მარცხში საზრისი. თუკი რაღაც გეგმის მიხედვით ვერ მიდის, ეცადეთ აქედან ისწავლოთ.
წყარო: HBR