დიზაინერი და Pragmatika-ს არტ-დირექტორი თაკო ჭაბუკიანი LogoLounge-ის ჟიურის წევრია. „ლოგო ლაუნჟი“ საერთაშორისო კატალოგია, სადაც მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი საუკეთესო ლოგოები ხვდება. კრებულში, წელს, სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი 3 000 ნამუშევარი შევა. შეფასებისთვის მაქსიმალური ქულაა 3, მინიმალური – 0.
„LogoLounge არის ლოგოების კრებული, რომელიც ყოველ წელს, ან ორ წელში ერთხელ გამოიცემა. ახლა მე-12 წიგნი გამოდის. შარშანდელ კატალოგში ჩემი და „პრაგმატიკას“ 15 ლოგო მოხვდა. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ ორგანიზატორები და მთხოვეს, ჟიურის 10 წევრიდან ერთ-ერთი მეც ვყოფილიყავი “, -ამბობს თაკო ჭაბუკიანი.
ნამუშევრების შეფასება 15 მაისს დაიწყება. ჟიურის ამისთვის 11 დღე აქვს.