„მოსწავლე მასწავლებელი“, ასე დავარქმევდი ჩემს პირველ სამსახურს. 23 წლის ვიყავი. ესპანეთში სწავლა რამდენიმე თვის დასრულებული მქონდა, როდესაც შემთხვევით გავიგე, სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური ენის დაწყებითი ჯგუფის მასწავლებელს ეძებდნენ. გავრისკე და გასაუბრებაზე მივედი. ასე დაიწყო ჩემი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები. სტუდენტები ძალიან მონდომებულები აღმოჩდნენ. პირველ შედეგს მოკლე ხანში მივაღწიეთ, თუმცა ყველაზე გასაოცარი ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე, ნინო იყო. სამი შვილის დედა, რომელიც კვირაში სამჯერ ესპანურის ლექციაზე ხაშურიდან დადიოდა. მისმა განწყობამ და დამოკიდებულებამ წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა ჩემზე. არასდროს ვყოფილვარ ასეთი მობილიზებული, მონდომებული. ვიცოდი სტუდენტი ლექციაზე დასასწრებად ასზე მეტ კილომეტრს გადიოდა, ამიტომ ჩემს თავს ავუკრძალე ავადმყოფობა, გაცდენა, საპატიო მიზეზები, დაგვიანება, მასალის ვერ მომზადება. არავინ იცის, ვინ უფრო ბევრი ისწავლა იმ ლექციებზე, ნინომ, რომელმაც მოგვიანებით ესპანეთში წასვლა და სწავლის იქ გაგრძელება შეძლო თუ მე, თაკომ, რომელმაც ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გავიარე რომლებიც დღემდე მთავარია ჩემს პროფესიულ საქმიანობაში და არამარტო. თაკო როდონაია – “ჯეოსელის” კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტი.