17
აპრ
2018

Talks #3-ის თემები და სპიკერები – რით იქნება გამორჩეული წლევანდელი ღონისძიება?!

17 აპრ 2018

21 აპრილს, ვაკის Solo lounge-ში (ი. ჭავჭავაძის გამზირი #29), მარკეტინგული ღონისძიება Talks გაიმართება. მოდის ბიზნესისა და მარკეტინგის შესახებ Burberry-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მოდის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის „მარანგონის“ დირექტორი და ბიზნეს კურსის ხელმძღვანელი ისაუბრებენ. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ამ სფეროში დასაქმებული, ისე ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

BOG name
Bog name mob

შეგახსენებთ, Talks „თბილისის მოდის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და ღონისძიების მიზანია, სპიკერებმა აუდიტორიას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში არსებული მარკეტინგული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

რიგით მე-3 Talks-ის სპიკერების სია და თემების ჩამონათვალი ასეთია: „Burberry-ის ციფრული ტრანსფორმაცია, ტექნოლოგია დღევანდელ თანამედროვე ვაჭრობაში“ – ქრეიგ კროუფორდი (Burberry-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი); „მოდის მარკეტინგი“ – გიუზი ლარა („მარანგონის ინსტიტუტის“ დირექტორი) და სენაიტ გებრიბი („მარანგონის“ ბიზნეს კურსის ხელმძღვანელი); „ფერების კვლევა“, ქართულ კვლევაზე დაფუძნებული ინოვაცია მოდის ინდუსტრიაში – განო მელითაური.

ქრეიგ კროუფორდი (Burberry-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი)

ანანო დოლაბერიძე (ერთ-ერთი ორგანიზატორი): რაც Tbilisi Fashion Week ტარდება, სულ გვაქვს საგანმანათლებლო სემინარები. ჯერ კიდევ 2009 წლიდან, ვცდილობდით, მოდის კვირეულზე ჩამოსული უცხოელი სტუმრებისათვის სპეციალური დრო გამოგვეყო, რომ მასტერკლასები ჩაეტარებინათ. შემდეგ „მარკეტერთან“ ერთად, უფრო სერიოზული სახე მივეცით ამ ყველაფერს და Fashion Week-ის ფარგლებში გავაკეთეთ დამოუკიდებელი პროექტი Talks. დავიწყეთ ზრუნვა, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოგვეწვია სპიკერები. კომუნიკაცია გვქონდა „მარანგონის ინსტიტუტთან“, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მოდის უნივერსიტეტია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. წელს Talks-ზე ლონდონის „მარანგონისინსიტუტის დირექტორი გიუზი ლარა და ბიზნეს კურსის ხელმძღვანელი სენაიტ გებრიბი ჩაატარებენ ძალიან საინტერესო სემინარებს Fashion ბიზნესსა და მარკეტინგზე, ბრენდის განვითარებაზე და ა.შ. ასევე, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩამოვა Burberry-ის ბრენდის ყოფილი ვიცე-პრეზეინდი ქრეიგ კროუფორდი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა „ბარბერის“ Digital დეპარტამენტს და ექნება ძალიან საინტერესო მასტერკლასი უშუალოდ ციფრულ ტექნოლოგიასა და მისი გამოყენების შესაძლებლობებზე მოდის ინდუსტრიაში. წელს ჩვენი სპიკერი იქნება განო მელითაური, რომელსაც აქვს ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა. მან ჩაატარა კვლევა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფერის სწორად შერჩევას, რომელი ფერები უნდა ჩავიცვათ ერთად და ა.შ. და სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს Talks-ზე.

M: რა იქნება განსხვავებული, რით იქნება გამორჩეული მე-3 Talks? 

ვფიქრობ, წელს ყველაზე ძლიერი სპიკერები გვაქვს. ყველამ იცის, როგორი მაღალი დონის ბრენდია Burberry. მისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ქრეიგ კროუფორდის გამოცდილება ბევრს ნიშნავს და ძალიან საინტერესო იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, თუ აქამდე „მარანგონის“ ლექტორები ჩამოდიოდნენ, მე-3 Talks-ზე ინსტიტუტის დირექტორი და ბიზნეს კურსის ხელმძღვანელები ისაუბრებენ მოდის მარკეტინგსა და მოდის ბიზნესზე.

განო მელითაური

M: რას მისცემს ეს ღონისძიება დამსწრე საზოგადოებას?

საქართველოში არ არის მოდის უნივერსიტეტი, სადაც მსურველები შესაბამის განათლებას მიიღებენ. ამიტომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მოდის ბიზნესის, მარკეტინგის, ბრენდის განვითარების შესახებ არა მხოლოდ მათ ვინ ამ ინდუსტრიაშია დასაქმებული. ვფიქრობთ, Talks საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც მოდა აინტერესებს.

განხილვა