როცა ბიზნესის მოგებაზე ვფიქრობთ, ხშირად ეს ციფრებში, პროცენტებსა და ROI-ში წარმოგვიდგენია. ამ სტატისტიკის უკან მდგომი ერთი საკითხი კი ყურადღების მიღმა რჩებათ — გრძნობენ თუ არა თანამშრომლები მზრუნველობას? თუ ამას ნეირობიოლოგიის კუთხიდან შევხედავთ, ტერმინი ტაქტიკური ემპათია იჩენს თავს, რაც წარმატებული, გრძნობებზე ორიენტირებული და მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომაა სამსახურში ზრუნვის გასაუმჯობესებლად. მეტიც, მარტივია და როგორც ადამიანებს, თავადვე გვაქვს ტაქტიკური ემპათიის გამოვლენის უნარი.
თუმცა მაინც, რა არის ტაქტიკური ემპათია?
ნეირომეცნიერების ექსპერტი სარა პეიტონი ემპათიას განმარტავს, როგორც სხვების გრძნობების გაზიარებას. ტაქტიკური ემპათია კი ამას ერთი საფეხურით სცდება. ეს სხვისი პოზიციის გააზრებულად გათვალისწინებაა და ამის დემონსტრირება, რათა კონკრეტულმა ადამიანმაც გაიგოს, რომ მისი ესმით. ტაქტიკური ემპათია შემდეგ ჩარჩოს მიჰყვება: „შევამჩნიე, რომ ახლა ამ გამოცდილების წინაშე ხარ. როცა მზად იქნები, გამიხარდება, თუ შევძლებ გამოსავალი შემოგთავაზო ან არსებული გამოცდილება შევცვალო“.
ნეირობიოლოგია კი გვეუბნება, რომ ტაქტიკური ემპათიის ძალაუფლება როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ჰემისფეროების მუშაობაში იმალება. ურთიერთობების ჩამოყალიბებით იწყება და სწორედ მარჯვენა ჰემისფეროა პასუხისმგებელი ნდობის ჩამოყალიბებაზე, როცა ჩვენ ვამჩნევთ და სახელს ვარქმევთ კოლეგის გამოცდილებას. შემდგომ ეს პროცესი მარცხენა ჰემისფეროსკენ ინაცვლებს, რომელიც უკვე პრობლემების მოგვარებაზეა პასუხისმგებელი — როცა გამოსავალს ვთავაზობთ ან არსებული გამოწვევებისა თუ დაბრკოლებების გამოვლენაში ვეხმარებით.
ტაქტიკური ემპათიის „მათემატიკა“
ძლიერი კავშირი არსებობს სამსახურში ზრუნვასა და სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობას შორის. CEB-ის კვლევა გვეუბნება, რომ ადამიანების 60% სამსახურში დღეში მინიმუმ 10 ადამიანს უკავშირდება, რაც იმას ნიშავს, რომ სწორედ მათთან ინტერაქცია ზემოქმედებს თქვენსავე პროდუქტიულობაზე. 2022 წლის Gallup-ის კვლევამ კი დაადგინა, რომ მონაწილეთა 18% არ იყო აქტიურად ჩართული სამსახურში და თუ თქვენს შემთხვევაში იმ ადამიანების 18%-თან არ გაქვთ კავშირი, რომლებიც თქვენს მუშაობაზე ზემოქმედებენ, გამოდის, რომ ორ კოლეგაზე ხართ დამოკიდებული, რომლებიც ოფისის გარეთ არიან…
ფინანსურად ეს 10 000 დასაქმებულის შემთხვევაში 60-მილიონიან ზარალს ნიშნავს და კიდევ უფრო მეტი რამ იკარგება ROI-ში, რაც უკავშირდება რეკრუტირებას, ახალი თანამშრომლების მიღებას, ტრენინგებს, შვებულებებსა და წარმოების პოტენციალს.
დასაქმებულებს არ ექნებათ სურვილი, დააკმაყოფილონ სამსახურის მოლოდინები ან გადააჭარბონ მათ, თუ ისინი არ იგრძნობენ, რომ მათზე ზრუნავენ. საპირისპირო შემთხვევაში კი ეს ჩართულობაზე, პროდუქტიულობასა და მთლიან სარგებელზე დადებითად აისახება.
როგორ უნდა დავნერგოთ ტაქტიკური ემპათია?
ტაქტიკურ ემპათიასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა:
- ვამჩნევთ პირდაპირი მოხსენების ემოციურ მდგომარეობას და არ ვაიგნორებთ მას.
- ვამბობთ, რასაც ვამჩნევთ პირდაპირ მოხსენებაში ისე, რომ თავიდან ავირიდოთ ემოციური რეაქტიულობა.
- ვმართავთ პრობლემის გადაჭრის პროცესს პირდაპირი მოხსენებით, რათა გადავჭრათ ჩვენს ხელთ არსებული პრობლემა და გადავინაცვლოთ გადაწყვეტილებისკენ.
როგორ შეაქვს წვლილი ნეირობიოლოგიას სარგებლიანობაში?
როცა მენეჯერები თვითრეგულირების მოდელს ადგენენ ტაქტიკური ემპათიითა და პირდაპირი მოხსენებებით, კოლეგებსაც შეუძლიათ, თვითრეგულაციის პროცესში ჩაერთონ და შემჩნევისა თუ დასახელების ანალოგიურ პროცესს შეუერთდნენ. როცა ამაში ორივე მხარეა ჩართული, ისინი თანარეგულირების მდგომარეობაში შედიან, რომელშიც შეუძლიათ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და პრობლემებიც გუნდურად გადაჭრან.
მსგავსი აქტივობები კი ვაგუსის ნერვს ააქტიურებს — ნერვს, რომელიც მთლიან სხეულში გვხვდება და აკონტროლებს ჩვენს პასუხებს საფრთხის მიმართ. ხოლო სოციალური ჩართულობა ტექნიკური ტერმინია, როცა ვაგუსის ნერვი კავშირის გრძნობებს პასუხობს და ისეთ ბიოლოგიურ პროცესებს იწყებს, როგორიცაა გულისცემის შენელება ან არტერიული წნევის შემცირება. აი მაშინ კი, როცა თავს ფიზიკურად მშვიდად ვგრძნობთ, ეს სხვა ადამიანთან ურთიერთობისას თავს უსაფრთხოდ და მეტად გახსნილადაც გვაგრძნობინებს.
თანარეგულირების შემთხვევაში მენეჯერებს შეუძლიათ გამოავლინონ ის დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, რომლებიც კოლეგის ემოციების უკან იმალება. კვლევების თანახმად, იმისთვის სახელის დარქმევა, რასაც ვგრძნობთ, დამამშვიდებელ სიგნალს აგზავნის ამიგდალასა და ნერვული სისტემისკენ.
თანამედროვე ლიდერებისა და მენეჯერებისთვის კი ტაქტიკური ემპათია აუცილებელია. ეს საშუალებას აძლევს მათ, დაადგინონ ის დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, რომლებიც თანამშრომელთა სტრესს იწვევს და ამავდროულად, აგრძნობინონ, რომ მხარს უჭერენ, იციან მათ წინაშე არსებული გამოცდილებების შესახებ და იპოვიან გზას სამსახურში არსებული საკითხების გადასაჭრელად. ამგვარად, ტაქტიკური ემპათია მომავალში კომპანიის მეტ პროდუქტიულობასა და მოგებას შეიძლება ნიშნავდეს, შესაბამისად, დროა იგი KPI-ებს მიამატოთ.