25
Jun
2019

როგორ ავარიდოთ თავი ზედმეტ გადასახადს? – ველომოყვარულთა საპროტესტო კამპანია

25 Jun 2019

Elit Electronics
Elit Electronics


ველოსიპედს ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გადასახადი აქვს. ღირებულების 70%-ზე მეტი გადასახადებში მიდის. შედარებისთვის, ავტომობილები 30%-ით იბეგრება, ავეჯი – 12%-ით. ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ყურადღებასა და პროტესტს იმსახურებს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა საკომუნიკაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, კრეატორებმა კანონი დაარღვიეს, რომ უფრო ნაკლები გადასახადი გადაეხადათ და საზოგადოების ყურადღებაც მიეპყროთ. დაშალეს ველოდიპედი და მისგან ავეჯი ააწყეს – ასე შეიქმნა “უკანონო ველოსიპედი”. თუკი იქამდე, ნივთის ფასიდან 70% დაიბეგრებოდა, ახლა ბეგარას მხოლოდ 12% მოუწია. მასალები იგივე, მხოლოდ აწყობის მეთოდია სხვადასხვა და სწორედ ეს მცირე განსხვავება ქმნის რეალურ სხვაობას. კამპანიაზე სააგენტომ Talent იმუშავა.

განხილვა