in

როგორ იქმნება ტალღების მსგავსი ღრუბლები?

ღრუბლებში ნაცნობი გამოსახულებების პოვნა ბევრისათვის საყვარელ გატაცებას წარმოადგენს. BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში კი ბევრი ძიება არც დაგვჭირდება. „ეს იმდენად შესანიშნავი კადრი იყო, რომ მაშინვე მივხვდი, მისი გადაღება მჭირდებოდა“, — აღნიშნავს ფოტოს ავტორი, რეიჩელ გორდონი.

M2
M2

სოციალურ ქსელებში ღრუბლებს ბევრი პარალელი გამოუჩნდა… მაგალითად, ზოგიერთი მათ ვინსენტ ვან გოგის ხელოვნებას, კერძოდ, ვარსკვლავებიან ღამეს, ადარებს. ეს იშვიათი ფორმირება ცნობილია, როგორც ფლაკტუსი — იგივე კელვინ-ჰელმჰოლცის ტალღის ღრუბელი. მეცნიერების თანახმად, მსგავსი მოვლება მაშინ ხდება, როცა ზედა ჰაერის ნაკადი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ქვედა.

შესაფერის პირობებში, ამ ფენომენს შეუძლია არსებული ღრუბლის ზედა ფენის აწევა, დიდებული და გლუვი ტალღოვანი მწვერვალების ფორმირება. „კელვინ-ჰელმჰოლცის ღრუბლების სილამაზის ნაწილი არის ის, რომ ისინი ნამდვილად აჩვენებენ ატმოსფეროს თხევადობას. როგორ მოძრაობს ატმოსფერო ოკეანის ტალღების მსგავსად“, — განმარტავს BBC.

JWST-მ ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინა!

შეაფასეთ „ვეფხისტყაოსნის“ 3D ანიმაცია, რომელზეც Cubex-მა იმუშავა