in

„არსებობს მხოლოდ ერთი კრისტოფერ უოკენი და ერთი მანქანა“ — BMW

კრისტოფერ უოკენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია, რომელსაც უამრავი მიმბაძველი ჰყავს, თუმცა მისი ხელწერა ჰოლივუდში მაინც გამორჩეულია. ეს ამბავი კი BMW-მ სუპერ თასის რეკლამის სიუჟეტად აქცია — სხვადასხვა სიტუაციაში გვაჩვენებენ მას, სადაც ყველა, ვისაც დაელაპარაკება, ცდილობს რაღაცით მიბაძოს, იქნება ეს ბარისტა, ეშლი პარკი სერიალიდან Emily in Paris, მკერავი, ვიზაჟისტი თუ მიმტანი… ბოლოს კი უოკენის ხმით გვეუბნებიან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი კრისტოფერ უოკენი და მხოლოდ ერთი მანქანა, სხვა დანარჩენი იმიტაციაა.

BOG

„მე ნამდვილად ვისიამოვნე BMW-სთან მუშაობით, მშვენიერი კომპანიაა და ელექტრო მანქანებიც მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველოდები იმის გაზიარებას, რაც ერთად შევქმენით“, — აცხადებს უოკენი. 

სანამ მთლიან სიუჟეტს გაგვაცნობდნენ, ორი თიზერი გამოუშვეს, ერთში უოკენი ტელეფონით საუბრობს თავის აგენტთან და ცდილობს, თიზერის კონცეფცია გაიგოს:

ხოლო მეორეში ელექტრო BMW i5-ს ატარებს და თან Usher-ის სიმღერა Yeah!-ს უსმენს:

აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორი ოსკარზე ორჯერ ნომინირებული ბრაიან ბაკლი იყო, რომელსაც სუპერ თასის თითქმის 70 რეკლამაზე უმუშავია. Talkin’ Like Walken-ის ავტორი კი სააგენტო Goodby Silverstein & Partners-ია.

„მეტროპოლ ქავთარაძე“ – ახალი მულტიკომპლექსური პროექტის მშენებლობა დაიწყო

რა სურთ განსხვავებულ დემოგრაფიულ ჯგუფებს 2024 წელს?