in

TALKS – Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში მარკეტერი ღონისძიებას უმასპინძლებს!

20 აპრილს Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში მარკეტინგული ღონისძიება -TALKS ჩატარდება, პროექტის ორგანიზატორია Marketer.ge.   

BOG
BOG

ღონისძიების ფარგლებში მსმენელს ქართველი და უცხოელი სპიკერები მოდის ინდუსტრიაში არსებულ მარკეტინგულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.  საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებს Vogue Italia-ს კონტრიბუტორი როზი სინაისკი, ასევე მარანგონის ინსტიტუტის ლექტორები.  ღონისძიების დეტალებთან დაკავშირებით მარკეტერი Tbilisi Fashion Week-ის საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტს – ანანო დოლაბერიძეს და მარკეტერის კომერციულ დირექტორს – ნოდარ ლობჟანიძეს ესაუბრა.

M: ნოდარ, რა მიზანი აქვს ღონისძიების ჩატარებას და რა იქნება TALKS-ის ფუნქცია?

სფერო, რომლის შესახებაც არ საუბრობენ არ ვითარდება. მარკეტერში ამ იდეის გვჯერა და ამ იდეის მიხედვით იგეგმება დიდი პროექტები. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ბიზნეს და მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, შევქმენით ახალი პლატფორმა – TALKS და ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენი წვლილი შევიტანოთ სხვადასხვა ინდუსტრიაში. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, Tbilisi Fashion Week უკვე წლებია ტარდება, სემინარების ორგანიზების მიმართულება კი ჩვენ ჩავიბარეთ, ვფიქრობთ შევძლებთ ამ თემის გააქტიურებას.  

M: ვინ არიან სპიკერები?

ამ ეტაპზე ცნობილია სამი მოწვეული სპიკერის ვინაობა, გვეყოლება ორი ლექტორი მარანგონის უნივერსიტეტიდან, სენატ გებრიბი და დანიელ დორაზი.  სენატ გებრიბი – მარანგონის ინსტიტუტის Fashion Business კურსის ხელმძღვანელია, დანიელ დორაზი კი, ასევე მარანგონის ინსტიტუტის Digital Strategy კურსის ხელმძღვანელი. რაც შეეხება ჩვენს მესამე სპიკერს – როზა სინაისკის, ის არის ELLE Russia-ს, Buro24/7.ru, Vogue Italia, Barneys NYC, Telavivian.com-ის  მოდის კონტრიბუტორი.  

M: ვისთვის არის განკუთვნილი ღონისძიება?

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც მოღვაწეობს მარკეტინგის ან მოდის ინდუსტრიაში.

M: სად და როდის გაიმართება ღონისძიება, როგორ შეიძლება TALKS-ზე მოხვედრა?

ღონისძიება 18 საათიდან, Impact Hub – ში გაიმართება. TALKS-ზე დასასწრები ბილეთები 6 აპრილიდან გაიყიდება biletebi.ge-ზე. ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

Roza Sinaysky

ანანო დოლაბერიძე – Tbilisi Fashion Week-ის საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი:

“თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, ხშირად ვატარებთ მასტერკლასებს, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის. საჭიროდ ვთვლით, რომ მათი გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ, ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიას. ბლოგერები, ფოტოგრაფები აქამდეც ატარებდნენ მასტერკლასს, ამჯერად, გვინდოდა კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა მასშტაბები. ამიტომაც, გადავწყვიტეთ მარკეტერთან ერთად ხარისხიანი პროდუქტი შეგვექმნა. ძალიან სერიოზული სტუმრები გვყავს, აქტუალური თემებით, არამხოლოდ მოდით დაინტერესებული პირებისთვის. ვფიქრობთ, მარკეტერთან ერთად, TALKS  ყოველ წელს, Tbilisi Fashion Week-ის მიმდინარეობისას ჩავატაროთ. ძალიან ბევრი, საინტერესო, მოდის სფეროში გავლენიანი და კომპეტენტური სტუმარი ჩამოდის ყოველწლიურად თბილისის მოდის კვირეულზე და ვფიქრობთ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ეს ღონისძიებები საინტერესო და შედეგის მომტანი იქნება. ”

ღონისძიების გენერალური სპონსორია “ასკანელი ძმები”.

სტეფან კარისა და სერენა უილიამსის ეპიკური დაპირისპირება

ძმა, ძმა, ვესტერნზე რას ფიქრობ? – HOLMES&WATSON-ის ნამუშევარი