in

TalTech, ესტონეთში სწავლის შესახებ „ონლაინ“ ვებინარს ატარებს

26 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე, TalTech-ში სწავლასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ვებინარი გაიმართება.

უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება უკვე დაწყებულია. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 15 აპრილი.

TalTech-ის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ. სწორედ ამიტომ,  ვებინარზე „ტალტეკის“ წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე ჩაბარების პროცედურაზე, სტუდენტური ცხოვრების პირობებსა და დაფინანსებაზე. და რა თქმა უნდა, უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

დღეს „ტალტეკი“ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, ინოვაციურ – ტექნოლოგიური უნივერსიტეტია ბალტიისპირეთში. აქ 10 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 45 ქართველი. უნივერსიტეტში ისწავლება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზუსტი მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით“.

„ონლაინ“ შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე. ვებინარზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად კი საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს, ფეისბუქზე.

 

[R]

“აშკარად სექსუალური” – ასე განმარტავს Facebook ქსელში დაბლოკილ ძროხის ფოტოს

სათვალის ფრანგული ბრენდი IZIPIZI – 10-წლიანი ტრენდი ევროპაში და ახალი ტრენდი საქართველოში