in

TalTech-ში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ახლოვდება!

„ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში“ (TalTech) სტუდენტების მიღება კვლავ გრძელდება. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 15 აპრილი. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, შეუძლია, დღესვე გადახედოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, გაეცნოს მოთხოვნებს და შესავსოს განაცხადი.

დღეს, „ტალტეკი“ ყველაზე მაღალრეიტინგული და ინოვაციური ტექნოლოგიური უნივერსიტეტია ბალტიისპირეთში. აქ 10 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 45 – საქართველოდან. უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე ისწავლება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზუსტი მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით“.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ „ტალტეკის“ მიმღებ კომისიას: [email protected], ან უნივერსიტეტის ქართველ წარმომადგენელს ესტონეთში: [email protected].

„ტალტეკის“ ადმინისტრაცია სასწავლო წლის დაწყებას სექტემბერში ყველა საჭირო რეგულაციის დაცვით, საკლასო ოთახებში, კონტაქტური სწავლებით გეგმავს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პროცესი შესაძლოა, უკონტაქტო სწავლაზე, ან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდეს. ყველა სიახლეს შეგიძლიათ, რეგულარულად, გაეცნოთ „ტალტეკის“ ფეისბუქ გვერდზე.

 

[R]

YouTube ვიდეოებში ნაჩვენები პროდუქტების ჩამონათვალს შემოგვთავაზებს!

საქართველო, 5 ქვეყნის მონაწილეობით, საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს