ჩვენს ოჯახს, ტრადიციულად, წინაპრებიდან მოგვდევს ხალხური მედიცინა. ამდენად, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი და და-ძმასთან ერთად, მეც ამ პროფესიას დავეუფლე.
ბებია ბავშვობიდანვე შთაგვაგონებდა, რომ საქართველო თავისი ბუნებრივი სიმდიდრით მსოფლიოში საუკეთესო სამკურნალო კერაა. მან გვიანდერძა, რომ წინაპრების ტრადიციები გაგვეგრძელებინა და ცხოვრება ჩვენც მედიცინისთვის მიგვეძღვნა. ბუნების სიძლიერეები ადამიანების სამსახურში ჩაგვეყენებინა.
მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ძმამ ჩვენ ჩვენი სამედიცინო სისტემები შევქმენით (მე შევქმენი სამედიცინო სისტემა „მედი“), ჯერი უკვე ბებიის სურვილის აღსრულებაზე დადგა.
ასე, საქართველოში სამედიცინო ველნეს კურორტოლოგიის ინდუსტრიის განვითარება დავიწყეთ.
სწორედ ეს მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად – ბებიის ანდერძის შესრულება, ანუ საქართველოში (სამშობლოში) დაბრუნება ქართული ველნეს ინდუსტრიის შექმნის მიზნით.
დღესდღეობით, საქართველოს დედაქალაქის მიმდებარედ, მთებში შექმნილი გვაქვს სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი“ – უნიკალური იდეოლოგიით, რაც უჯრედულ ჯანმრთელობას გულისხმობს და მოიცავს ადრეული დაბერებისა და მრავალი ავადმყოფობის პრევენციას.
რასაკვირველია, შემეძლო, საკუთარ იდეოლოგიაზე მორგებული კურორტი ნებისმიერ ადგილას ამეშენებინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალისტი ვარ, ვცდილობ, ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო, ჩემს გუნდთან ერთად, სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი“, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ლოკაციაზე – საშუალო მთის კლიმატურ ზონაში – კოჯორში გავაშენე.
თამაზ მჭედლიძე, სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი“, დამფუძნებელი