in

Tamada – ლაშა ჩხაპელიას მუსიკალური პროექტი, ტრადიციულ ქართულ სუფრას ელექტრონული მუსიკა ამშვენებს


Tamada – ბერლინში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ლაშა ჩხაპელიას (ცნობილი როგორც Lasha Chapel) ახალი პროექტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკას და ქართულ დარდიმანდულ სიმღერებს აკავშირებს. პროექტის რამდენიმე სიმღერა უკვე განთავსებულია ინტერნეტში, ისინი მუსიკოსის ალბომში, „Frühstück mit Tamada“ შევა.

ლაშას მუსიკალური კარიერა 10 წლის განმავლობაში როკენროლთან იყო დაკავშირებული, 2015 წელს კი ელექტრონული მუსიკის საზღვრებში შეაღწია. იგი ჯერ რიგაში, შემდეგ კი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. პროექტი Tamada-ც სწორედ აქ დაიბადა, მის მუსიკაში ქართული ფესვები ყოველთვის თავის გზას პოულობდა, რამაც გაშლა სწორედ ამ პროექტში ჰპოვა, სადაც აკუსტიკური, ელექტრონული და ქართული ტრადიციული ელემენტები მარტივად მოდიან ერთმანეთთან მოქმედებაში. მუსიკის ლირიკული მხარე კი სოციალურ საკითხებსა და რომანტიკულ სენტიმენტებს აერთიანებს.


სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობა წალკის ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად

რატომ მიფრინავენ მეცნიერები?! ფიზიკოსისა და ალგორითმების ინჟინრის – ედიშერ კაღაშვილის 22 წელი აშშ-ში