18
Oct
2017

90-იანი წლების ბავშვებო, მოემზადეთ, „ტამაგოჩი” ბრუნდება!

18 Oct 2017

veon
veon


„ტამაგოჩი” 90-აინელი ბავშვების ასრულებული ოცნება იყო – პატარა იაპონური სათამაშო, ციფრულ ეკრანზე გამოსახული შინაური ცხოველით, რომელსაც უვლიდი – „აჭმევდი”, „ათამაშებდი”, „აძინებდი” და ა.შ.

ტამაგოჩის” მწარმოებელი კომპანია Bandai-ის ამერიკულმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ  შექმნიდან 20 წლის შემდეგ, იუბილეს აღსანიშნავად, განახლებული სათამაშო შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=YV_24hXdbOU[/embedyt]

 

ტამაგოჩის“ ახალ მოდელს LED ეკრანი აქვს, ორიგინალზე 20%-ით პატარა და უფრო მოსახერხებელია. არ იცვლება სათამაშოს კვერცხის ფორმა და ფუნქციები. ორიგინალის მსგავსად, ახალსაც 6 სხვადასხვა დიზაინი, თითოეულს კი 6 სიმბოლო აქვს. „ტამაგოჩი” ოფიციალურად 5 ნოემბერს გამოდის და 14.99 USD ეღირება. მისი შეძენა ჩრდილოეთ ამერიკის რითეილერებთან ან კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.

განხილვა