in

თამამი ბრენდები YouTube-ზე „ცხოვრობენ“

ყველამ კარგად ვიცით, დღეისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდებისთვის, რომ საზოგადოებისგან დიდი ყურადღება დაიმსახურონ. არასოდეს ყოფილა აუდიტორიასთან ნებისმიერ ადგილას დაკავშირება ასეთი აუცილებელი. ამჟამად ეს არის გზა, რომელიც უტყუარ და საიმედო შედეგებს მოგიტანთ.

საბედნიეროდ, რამდენიმე ძირითადი შეხედულება და ცოდნა არსებობს, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ ნებისმიერი ასაკის აუდიტორიასთან დაკავშირებაში. YouTube კი ამ პროცესში უმაღლესი დონის ინფორმაციისა და შთაგონების მიწოდების ყოველწლიურ ლიდერს წარმოადგენს. არსებითად, გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა: YouTube-ს აქვს კონტენტი, რომელსაც აუდიტორია სწყურია…

უშუალოდ ბრენდებს კი იუთუბი უზარმაზარ წვდომასა და აქტუალობას სთავაზობს — გულწრფელად რომ ვთქვათ, იგი ნებისმიერ გეგმას ხელშესახებ, ძლიერი შედეგების მომტან სტრატეგიად აქცევს. უნიკალური მიღწევა, უნიკალური შემოქმედებითი შესაძლებლობები, უნიკალური ფოკუსირება… ეს ის ყველაფერია, რაც YouTube-ს ცალსახად ეფექტურს ხდის თქვენი ბრენდისთვის.

თუ ეს სიტყვები თქვენთვის მხოლოდ სიტყვებად რჩება, შეგვიძლია, სტატისტიკური მონაცემებითაც ვისაუბროთ: Nielsen DMR-ის თანახმად, YouTube-მა, მხოლოდ ავსტრალიაში, 2022 წლის მაისში 17 მილიონი ზრდასრული ადამიანი მიიზიდა — ეს ავსტრალიის მოსახლეობის 85 პროცენტს შეადგენს!

ფაქტობრივად, ბრენდების 70%-მა ნახა ROI-ის ზრდა 2 წლის შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ინვესტიციები გააუმჯობესეს. ზოგადად, კომპანიები, რომლებიც იუთუბზე სარეკლამო კამპანიებზე ზრუნავენ, ROI-ს უფრო მაღალ ზრდას ხედავენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე განხორციელებული აქტივობების შემთხვევაში ხდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია იუთუბის კონტენტის შექმნისას, ბრენდებმა გაბედულება შეინარჩუნონ. ზოგადად, იღბალი ხომ მამაცებს უწყობს ხელს. საზრიანი კომპანიები სწორედ საუკეთესო იდეებს იყენებენ და ეფექტურ შედეგებსაც იღებენ. აღნიშნული პლატფორმა კი იდეალური ადგილია ამისათვის, რადგან მის საფუძველს ინოვაცია წარმოადგენს — როგორც მომხმარებლისთვის, ისე კრეატორისთვის და რეკლამის განმთავსებლისთვის.

5 მიზეზი, თუ როგორ გეხმარებათ Martech-ის გააზრება კარიერულ წინსვლაში

უნდა დაძლიონ თუ არა რეკლამის განმთავსებლებმა ვალდებულების შიში?