in

თამარ დემეტრაშვილი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო „ნიკორა ტრეიდი“, სადაც პროექტების მართვის დეპარტამენტში ვმუშაობდი. ეს გახლდათ პირველი ანაზღაურებადი სამსახური, თუმცა მანამდე 6 თვის განმავლობაში ვიყავი სტაჟიორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

„ნიკორა ტრეიდში“, სტუდენტობისას, ჩემი ლექტორების დახმარებით და მათი რეკომენდაციით მოვხვდი. ზოგადად, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებმა, განსაკუთრებით კი ელენე ჯღარკავამ ჩემს კარიერულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. დღემდე ისე აეწყო, რომ ყველა კომპანიაში სადაც აქამდე მიმუშავია, სწორედ მისი რეკომენდაციით მოვხვდი. როგორც წესი, უნივერსიტეტის ლექტორებს სხვადასხვა კომპანიიდან ხშირად მიმართავენ თხოვნით, რეკომენდაცია გაუწიონ ტალანტებს, შემდეგ კი HR-ები სწორედ მათი რეკომენდაციებიდან გამომდინარე უკავშირდებიან სასურველ კანდიდატებს. ასე მოვხვდი „ისთ ფოინთშიც“, „მეამაშიც“ და ახლა უკვე, „ჯი-თი მოტორსშიც“.

მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც „ნიკორა ტრეიდმა“ დაგროვებითი ბარათების კამპანია დაიწყო. ამ პროექტს ჩემი მეორე ლექტორი გიორგი დათუკიშვილი უძღვებოდა და შესაბამისად, მეც მის გუნდში დავიწყე მუშაობა. ჩემი ფუნქცია-მოვალეობები თავიდან უბრალოდ პროექტის სიების შედგენითა და მონიტორინგით შემოიფარგლებოდა, თუმცა შემდეგ გავხდი პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი, ასევე ივენთ-მენეჯერი და საბოლოოდ, ღონისძიების წამყვანობაც მე შევითავსე.

ჩემთვის სამუშაო გამოცდილების პირველი დაბრკოლება, პროექტისთვის შესაბამისი პარტნიორებისა და სპონსორების მოძიება იყო, რასთანაც მანამდე შეხება არასდროს მქონია. მაშინ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, თუმცა გიორგისთან მუშაობა და მისი რჩევების გათვალისწინება მეხმარებოდა ამ მათ დაძლევაში.

დღესდღეობით, ვხელმძღვანელობ მარკეტინგის დეპარტამენტს GT Motors-ში, რომელიც BMW-ის, MINI-ის, Jaguar-ის, Land Rover-ის, Ford-ისა და SUZUKI-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

თამარ დემეტრაშვილი GT Motors-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Dove-მა დაუმუშავებელი ფოტოების წიგნი გამოუშვა

Don Pepe-ს ეტიკეტი კარიბის ზღვის ელემენტებით შექმნეს