in

გაიგეთ, რას გვიამბობს ბლიც ინტერვიუში Forbes Books-ის რჩეული ავტორი თამარ გახარია

გარდასახვა, ნგრევა, გამბედაობა, შენება – ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერენ ქართველი ბიზნეს ლიდერის, CBS Group-ის ფინანსური დირექტორის, თამარ გახარიას ავტობიოგრაფიას, რომელიც Forbes Books-მა ახლახან გამოსცა სახელწოდებით „The Blitz: საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში“. თამარი  მსოფლიოს მასშტაბით რვა გამორჩეულ პროფესიონალს შორის, ცნობილმა გამომცემლობამ მათი გამორჩეული ლიდერული ისტორიების გამო აირჩია.

თამარ გახარია

“The Blitz” გახლავთ ისტორია, რომელიც აღწერს პოსტსაბჭოური რეალობიდან თანამედროვე ბიზნეს ლიდერობამდე განვლილ გზას – პირადი ტრაგედიებიდან და მარტოხელა დედობიდან დაწყებული, მსხვილი კორპორაციის ფინანსური დირექტორობით დამთავრებული.

წიგნის მთავარი გზავნილია მუდმივი ზრდა, ტრანსფორმაცია და მოძრაობა. როგორც თამარი ამბობს, კონკრეტული მიზნის მიღწევა არ არის მწვერვალი, რომელსაც დაიპყრობ და შედეგს მიღწეულად ჩათვლი – ეს მუდმივი პროცესია, რომელიც მოგზაურობას ჰგავს და მას ცხოვრება ჰქვია სახელად.

“The Blitz”-ის ონლაინ ვერსია უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვან წიგნის მაღაზიებში, ხოლო საქართველოში იგი უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

M: როგორია, იყო Forbes-ის ავტორი?

წარმოუდგენელი პატივი და საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა.

M: რატომ Forbes, რატომ შენი ამბავი?

თავად შემარჩიეს – გამარჯობა, ჩვენ შეგარჩიეთ მსოფლიოს მასშტაბით 8 კანდიდატს შორის… ასე დაიწყო ეს ისტორია.

M: რა მოგცა Forbes-მა?

ხმა!

M: რატომ The Blitz?

ტემპი და გამოწვევები! მოულოდნელი გადაწყვეტილებები! სწრაფი ადაპტაცია სირთულეებთან! პოსტსაბჭოური ყოფიდან – პირად ტრაგედიამდე, მარტოხელა დედობიდან – კომპანიის ფინანსურ დირექტორობამდე. თბილისიდან – Forbes-მდე.

M: ბლიცის მთავარი გზავნილი?

მუდმივი ზრდა, ტრანსფორმაცია და მოძრაობა. კონკრეტული მიზნის მიღწევა ან წარმატება არ არის მწვერვალი, რომელსაც დაიპყრობ და ჩათვლი, რომ შედეგი მიღწეულია, ეს მუდმივი პროცესია, რომელიც მოგზაურობას ჰგავს და მას ცხოვრება ჰქვია სახელად.

M: რას ჰგავს გემოთი წიგნის წერა?

მდინარეში ცურვას.. ხან სწრაფი დინებაა, ხანაც მშვიდი, ზოგჯერ მორევია და აქა-იქა ნაპირიც ჩანს ხოლმე, მაგრამ ბოლო გაჩერება მაინც ოკეანეა!

M: რით ასრულებ წიგნის თავს – სად სვამ წერტილს?

წერტილს ვსვამ არა დასასრულის, არამედ ახალი დასაწყისის ნიშნად!

M: შენ და CBS – როგორია კავშირი?

ურთიერთდამოკიდებული ცვლადები. CBS-ის გარეშე, ჩემი ისტორია სრულიად სხვა, ან სულაც არ იქნებოდა.

M: აღწერე ტრანსფორმაცია ერთი სიტყვით…

გარდასახვა. არსი იგივე რჩება, იცვლება მხოლოდ ფორმა, როგორც წყალი, რომელიც ინარჩუნებს თავის ქიმიურ შემადგენლობას, მაგრამ შეიძლება იყოს მყარი, თხევადი ან აირადი.

M: სამი საკვანძო მომენტი შენს თავგადასავალში – თითო სიტყვით.

ნგრევა, გამბედაობა, შენება.

M: ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, რას მიჰყავდი წინ?

სინდისს. ჩემთვის სინდისი ღმერთის ხმაა. ჩვენი შინაგანი კომპასივით, მუდამ მიწევს ნავიგაციას სწორი მიმართულებით.

M: წარმატების მთავარი გასაღები?

სიმყარის შენარჩუნება გაურკვევლობის წინაშე. სიმტკიცის შენარჩუნება არაპროგნოზირებად გარემოში და ცვლილებებისადმი მუდმივი მზაობა.

M: კარიერულ კიბეზე ყველაზე დიდი სირთულე?

ყველა ახალ ეტაპზე, საკუთარი თავის ახლად აღმოჩენა.

M: მთავარი გაკვეთილი…

პირველ უარს ან მარცხს უცებ არ დანებდე და ყოველთვის დარჩი ადამიანად.

M: რას ეტყოდი 20 წლის თამუნას?

ნუ გეშინია შეცდომების, ისინი საუკეთესო მასწავლებლები არიან.

M: ბიზნესი ქართულად – ანუ …

The Blitz!

M: შენ შთააგონე Forbes – მაგრამ რით გეგმავ ახალი თაობის შთაგონებას?

გულწრფელობით! ახლა, ეს პროდუქტი დეფიციტშია.

M: მთავარი რჩევა მომავლის ლიდერებს – განსაკუთრებით ქალებს?!

მოძებნეთ საკუთარი ხმა და აუცილებლად თქვით თქვენი ამბავი – ის შეიძლება ვიღაცას ძალიან სჭირდებოდეს ცხოვრების გასაგრძელებლად.

In Creative Resistance – თბილისის დიზაინის ფესტივალის მეორე გამოშვება 16 მაისს D-Block-ში გაიმართება

თიბისიში ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი