in

თამარ მჭედლიშვილი – #პირველისამსახური

2016 წელი იყო. თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც ბრიტანულმა ცენტრმა ინგლისური ენის სტუდენტური ოლიმპიადა გამოაცხადა. ძალიან კარგი პრიზები ჰქონდათ, მაგალითად, პირველ ადგილს ბრიტანეთში ორკვირიან სწავლას უფინანსებდნენ. დამაინტერესა, მეცადა ბედი და ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა. მივიღე მონაწილეობა და ბოლო ტურში გადავედი. მიუხედავად იმისა, რომ არ გამიმარჯვია, მივიღე ბევრად მეტი, ვიდრე ოლიმპიადაში გამარჯვებით მერგებოდა. ბრიტანულმა ცენტრმა მომცა შანსი და შემომთავაზა სამსახური. გავიარე გასაუბრება, შერჩევის ეტაპები და ინგლისურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ინგლისური კარგად ვიცოდი, თუმცა, არ მქონდა პრაქტიკა. ბრიტანული ცენტრი ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციაზე, გზავნის მათ საზღვარგარეთ გადასამზადებლად, ადგილობრივ ბაზაზე უზრუნველყოფს ტრენინგებს. შესაბამისად, ჩემს გადამზადებაზეც იზრუნა, შემასწავლა სწავლების სპეციფიკა და მომამზადა ფსიქოლოგიურად, რათა საჩვენებელ გაკვეთილზე სრულად მომზადებული შევსულიყავი. პირველივე დღიდან, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩემს ცოდნას და ჩემი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავდნენ.

ბრიტანული ცენტრის გარემომ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ყველასგან იგრძნობოდა, რამდენად უყვართ თავიანთი საქმე. აქაური ურთიერთობები პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის ძალიან წამადგა. იმდენად მომეწონა ეს ყველაფერი, რომ პროფესია შევიცვალე და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მაგისტრატურაში სწავლა ინგლისური ენის მიმართულებით განვაგრძე, ხოლო ბრიტანულ ცენტრში, მასწავლებლობიდან საკომუნიკაციო მიმართულებით გადავინაცვლე და უკვე ხუთი წელია, ამ გუნდის ნაწილი ვარ.

თამარ მჭედლიშვილი – მარკეტერი.

2022 წლისთვის ელექტრონული კომერციის ბრუნვა ტრილიონ დოლარს მიაღწევს

ელენე კოხრეიძე: „ჩემს გზაზე მიმავალი, ყველა გადადგმულ ნაბიჯში საკუთარ თავს ვქმნი!“