როდესაც მეგობრები FIFA-ს სათამაშოდ ემზადებიან შერკინება ჯოისტიკის იქით არ მიდის, მაგრამ, როდესაც FIFA-ს ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ სულ ცოტა ხანში თამაში რეალურ ბურთზე გადადის.
“თამაში გრძელდება” ახალი სარეკლამო კამპანიაა, რომელიც სააგენტო TBWA\Chiat\Day-ს ეკუთვნის. ვიდეო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოჩნდა და 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მხოლოდ ფეხბურთელები და ქომაგები არ ემზადებიან. სარეკლამო კომპანიებისთვის, სააგენტოებისთვის და რა თქმა უდნა ბრენდებისთვის, ასეთი მასშტაბური მოვლენა – თემაა, რომლითაც მომხარებლის ყურადღების მიპყრობა შეიძლება. ამ შანსს კი არავინ უშვებს.
ნახეთ, რა ხდება როდესაც ბექემი, ზიდანი, ბეილი და მოურა სახლში ფეხბურთს თამაშობენ.
http://youtu.be/BDUIuzIwwTU