in

მალე ჰოგვორტსის თემატიკაზე შექმნილ ვიდეოთამაშს ვიხილავთ!

veon
veon

Hogwarts Legacy — ასე ჰქვია ჰარი პოტერის თემატიკაზე შექმნილ თამაშს, რომელსაც რამდენიმე თვეში იხილავს საზოგადოება. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე PlayStation 4-ის, PS5-ის, Xbox One-ისა და Xbox Series-ის კონსოლებზე.

State of Play-ის ღია სამყაროს როლური თამაშებისათვის მიძღვნილ ლაივსტრიმზე WB Games Avalanche-მ თამაშის ტრეილერიც გამოაქვეყნა, რომელიც პირველ რეალურ მოლოდინებს გვთავაზობს, თუ როგორი იქნება ის.

მართალია, Hogwarts Legacy ჰარი პოტერის თემატიკაზე შექმნილი თამაშია, მაგრამ მოქმედება დიდი ხნით ადრე, 1800-იან წლებში ხდება. მოთამაშეები ჰოგვორტსის მეხუთე კურსის მოსწავლეები იქნებიან. ისინი ისწავლიან შელოცვებს, ჯადოსნური სასმელების მოხარშვას, მაგიური მცენარეების გაზრდასა და ველური ურჩხულების მოთვინიერებას. მოთამაშეებს უძველესი მაგიით მანიპულირების უნიკალური უნარი აქვთ, რაც ჯადოსნური სამყაროს ბნელი ძალებისგან დაცვის საშუალებას იძლევა.

საგულისხმოა, რომ თამაშის განვითარებაში უშუალოდ არ მონაწილეობდა ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი. შესაბამისად, თამაშის ძირითადი სიუჟეტური ხაზიც არ იქნება წიგნის ანალოგიური. Hogwarts Legacy-ში შევხვდებით როგორც რამდენიმე ნაცნობ სახეს, ისე ახალ პროფესორებს, სტუდენტებს, ბოროტმოქმედებს, მენტორებსა და არსებებს. ამასთან, თამაშში, ჰოგვორტსის სკოლის გარდა, ჰოგსმიდის მაღაზიებსაც ვიხილავთ.

ცოტა რამ ომის ჟურნალისტების შესახებ — ინტერვიუ ლევან ახალაიასთან

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია – ბენეფიტსმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე დააჯილდოვა