in

თამაშის დეველოპერებმა უკრაინისთვის 16 საათში მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს

veon
veon

ინდი-დეველოპერების ინიციატივით, უკრაინისთვის 16 საათში მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. პლატფორმაზე itch.io 700-ზე მეტი კრეატორისგან, 900-ზე მეტი თამაშის კოლექციისა და სხვა რესურსებიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაირიცხება.

„როგორც თამაშის დეველოპერებს, ახალი სამყაროს შექმნა გვსურს და არა, დანგრევა. ამიტომ, გავერთიანდით და შევქმენით საერთო საქველმოქმედო პაკეტი უკრაინელთა დასახმარებლად, რათა გადარჩნენ. ომის შემდეგ კი აღდგენა და განვითარება შეძლონ“,  — აღნიშნავენ დეველოპერები. 

პაკეტი, თამაშების გარდა, წიგნებს, კომიქსებს და მუსიკასაც შეიცავს. მიღებული თანხა კი საბოლოოდ ორ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება. საუბარია საერთაშორისო სამედიცინო გაერთიანებასა და უკრაინაში დაფუძნებულ Voices of Children-ზე, რომელიც ომით ტრავმირებულ ბავშვებს მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მომსახურებას უწევს. 

Necrosoft Games-ის დამფუძნებლისა და პაკეტის ორგანიზატორის, ბრენდონ შეფილდის თქმით, თამაშის Sable გამომცემელი Raw Fury პლატფორმაზე itch.io სპეციალურად დარეგისტრირდა, რათა მისი თამაშები ხელმისაწვდომი ყოფილიყო… მსგავსი ძალისხმევების შედეგად კი 1 მილიონი დოლარი 24 საათზე ნაკლებ დროში შეგროვდა.

„ჩვენ უკრაინელებისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით ვდგავართ, ვისაც ომი სძულს“, — ვკითხულობთ itch.io პლატფორმაზე. ამ ეტაპისთვის უკრაინელთა მხარდასაჭერად 2 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, თქვენთვის სასურველი პროდუქტის შეძენა კი 18 მარტამდე შეგეძლებათ. 

Coinbase რუსეთთან დაკავშირებულ 25 000 კრიპტო მისამართს ბლოკავს

CERN-ის ფიზიკის ლაბორატორია რუსეთთან სამეცნიერო კავშირს წყვეტს