in

თამრიკო კორძაია ახალ ალბომში კლაუს ლანგის ნაწარმოებს ასრულებს

ალბომი CD-ის სახით შვეიცარიულ ლეიბლზე, Domizil გამოვიდა

Photo By Tobias Gerber

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი, თამრიკო კორძაია მისთვის რიგით მეორე სოლო ალბომს აქვეყნებს, სადაც იგი თანამედროვე ავსტრიელი კომპოზიტორის, კლაუს ლანგის 90 წუთიან ნამუშევარს ასრულებს. რელიზი CD-ის სახით შვეიცარულ ლეიბლზე, Domizil გამოვიდა, რომელიც 1996 წლიდან აქტიურად ფარავს ექსპერიმენტული თუ ალგორითმული მუსიკის საზღვრებს.

 

 

ნაწარმოები   “sieben sonnengesichter“   7 სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, რომლებიც 9-დან 18 წუთამდე გრძელდება, თითოეული ნაწილი კი ყოველთვის  ბაზისური ტონალური სტრუქტურიდან იწყება.  ნაწარმოების ძირითადი იდეა ისაა რომ, როგორც  ვიზუალურ ნიმუშს შეგიძლია სხვადასხვა მხრიდან შეხედო, აღნიშნულ ნამუშევარსაც  სხვადასხვა პერსპექტივიდან შეგიძლია მოუსმინო.

კომპოზიციის შვიდივე ნაწილი სრულიად განსხვავებული თანმიმდევრობით შეიძლება შესრულდეს და მისი მშვიდი, ინტროვერტული ჟღერადობის გამო, თითქმის ინსტალაციური ხასიათი აქვს. დასაწყისიდანვე მსმენელში ძალიან მცირე ინტერესი ჩნდება იმ ინსტრუმენტის მიმართ, რომელიც  ხმოვანებას წარმოშობს.

თამრიკო კორძაია 90-იანი წლებში თბილისის კონსერვატორია დაამთავრა, შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ  მისი შემოქმედება კიდევ უფრო მეტად დაკავშირდა თანამედროვე მუსიკასთან, შედეგად იგი 2005 წლიდან აქტუალური მუსიკის ფესტივალი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია.


რა გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

2021 წლის საუკეთესო მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში